ტყიბულელი მეშახტეების სახელფასო დავალიანება ახალმა ინვესტორმა დაფარა

© photo: Sputnik / Stringerმეშახტე
მეშახტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეშახტეებმა ხელფასების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართეს

თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
დავალება შესრულებულია – თურნავამ ტყიბულელი მეშახტეების პრობლემა გადაჭრა

ტრაგედიების სერიის შემდეგ ტყიბულის 25-ვე შახტი 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დახურეს. ამის მიუხედავად მეშახტეები ხელფასს იღებდნენ, მაგრამ ამჯერად ჯამაგირის გაცემა გაჭიანურდა. მეშახტეები ხელფასებს 15 სექტემბრამდე ელოდებოდნენ. კომპანია „საქნახშირმა" განაცხადა, რომ მას ფინანსური პრობლემები ქონდათ.

ტყიბულში მეშახტეები ხელფასების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდნენ.

დღეიდან ტყიბულში ქვანახშირის საბადოზე კომპანია „საქნახშირის“ ნაცვლად საქმიანობა ახალმა ინვესტორმა დაიწყო, რომელმაც ასევე აიღო მეშახტეების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებაც.

„ტყიბულში პირადად ვარ კომუნიკაციაში როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ეკონომიკისა მინისტრმა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე - Sputnik საქართველო
დოლაბერიძე: ტყიბულში მეშახტეები კუთვნილ ანაზღაურებას დღეიდან მიიღებენ

ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა , რომ ინვესტორი დანარჩენ დაპირებებსაც დროულად შეასრულებს.

„დიდი იმედი მაქვს და ამას კარგად გავაკონტროლებთ, რომ დანარჩენი დაპირებებიც დროულად იქნება შესრულებული ინვესტორის მხრიდან, ჩვენ კი მათ ამ დაპირებების შესრულებაში მხარში დავუდგებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტყიბულში არსებული მდგომარეობის მოგვარება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნათია თურნავას ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაავალა.

ყველა ახალი ამბავი
0