09:21 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (639)
146 0 0

დოკუმენტის პროექტი ითვალისწინებს მომავალი წლიდან პენსიებისა და მასწავლებლების ხელფასების გაზრდას

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ეყრდნობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ორშაბათს გამართულ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.

2020 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია. მიმდინარე ხარჯი შეადგენს 11,3 მლრდ ლარს ანუ მშპ–ის 23,5%–ს. ბიუჯეტი ითვალისწინებს 5%–იან ეკონომიკურ ზრდას, ბიუჯეტის დეფიციტი კი დაგეგმილია 2,7%–ის დონეზე.

„ბიუჯეტის პროექტი მთელი ჩვენი გუნდის შრომის შედეგია. საფინანსო დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც ეყრდნობა მმართველი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარება 2020 წელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს დამატებით პენსია 30 ლარით მოემატებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ.

ფინანსთა მინისტრი წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას ელოდება >>

გარდა ამისა, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე,  ასევე მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში. რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურ პასუხისმგებლობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

„გათვალისწინებულია, მათ შორის, იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ესენი არიან ბავშვები. რა თქმა უნდა, ასევე არიან ჩვენი პენსიონერები ღვაწლმოსილი მოხუცები... ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებზე და ჯარისკაცებზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებსაც ქვეყნის 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ეყრდნობა.

 „პირველ რიგში, ეს გახლავთ მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის და მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. ასევე პრიორიტეტად რჩება ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ესეც, რა თქმა უნდა, ხელს უნდა უწყობდეს ჩვენი ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას. მესამე ძირითადი პრინციპი გახლავთ ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი. ამიტომ, კოლეგებო ყველა ის ძირითადი ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს გააჩნიათ ამ ბიუჯეტით, უნდა იყოს შესრულებული დროულად და ეფექტიანად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია, პრემიერის თქმით, სულ მცირე, არ გაიზარდოს ბიუროკრატიული ხარჯი და შემცირდეს იქ, სადაც ეს შესაძლებელია ეფექტიანი მართვის გზით.

გახარიას სიტყვებით, ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა საბოლოოდ დღეს დასრულდება, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად პარლამენტში გაიგზავნება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (639)

მთავარი თემები