საქართველოს პორტებში „ერთი ფანჯრის" პრინციპს დანერგავენ

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსაზღვაო პორტი
საზღვაო პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი იმართება.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს ქვეყნის პორტებში „ერთი ფანჯრის" პრინციპი დანერგოს, რათა შემცირდეს გემების მოცდის დრო, გაიზარდოს ნავსადგურებისა და ტვირთნაკადების ეფექტურობა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დღეისთვის გემებს საქართველოს პორტებში შემოსვლისთვის სჭირდებათ ქვეყნის რამდენიმე უწყების ნებართვა: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სანაპირო დაცვის, შემოსავლების სამსახურისა და გარემოს დაცვის სამინისტროსი. შესაბამისად, მათ თითოეულ უწყებასთან სჭირდებათ კონტაქტი. ცვლილებების შედეგად კი დოკუმენტების გაფორმება ერთ სივრცეში გახდება შესაძლებელი.

საზღვაო საპატრულო პოლიცია ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
საქართველო საკუთარ საზღვაო სტრატეგიას შექმნის

„ერთი ფანჯრის" პრინციპის დანერგვის საკითხია ბათუმში მიმდინარე საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნულ სემინარზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი. ღონისძიებაში საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.

„ვფიქრობთ, რომ მათგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენი საპორტო პროცედურების სრულყოფასა და მათი თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას", – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ივანე აბაშიძემ.

პროექტს საქართველოში აშშ-ის საელჩო აფინანსებს. პირველ ეტაპზე საჭიროებების კვლევისთვის 120 ათასი დოლარია გამოყოფილი.

„ერთი ფანჯრის" პრინციპის სრულად დანერგვას ორ წელზე მეტი დრო დასჭირდება.

სემინარის ორგანიზატორია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. სააგენტო IMO-ს წევრი 1993 წელს გახდა. მისი დახმარებით შემუშავდა საქართველოს საზღვაო კოდექსი.

ყველა ახალი ამბავი
0