04:23 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
აშშ დოლარის კუპიურები

ქართველი მიგრანტები რუსეთიდან სულ უფრო ცოტა ფულს გზავნიან

© photo: Sputnik / Anton Denisov
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (272)
69 0 0

ყველაზე მეტ თანხას საქართველოში გზავნიან რუსეთიდან, აშშ-დან და იტალიიდან.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვალუტის მოცულობა შემცირდა – 2019 წლის აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 14,5%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით ფულადი გადმორიცხვები 2019 წლის აგვისტოში 7,8%-ით გაიზარდა და 146,4 მლნ დოლარს გადააჭარბა.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით საქართველოში ლიდერობს რუსეთი – აგვისტოში საერთო ფულადი გადმორიცხვების მოცულობაში რუსეთის წილი 24,2% იყო.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან ასევე იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადარიცხვების მოცულობა ელექტრონული სისტემების მეშვეობით 7,2%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 1,1 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან 9%-ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან 2019 წელს გადმორიცხული თანხის საერთო მოცულობამ 273 მლნ დოლარი შეადგინა – 24,7% ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობიდან.

რუსეთიდან Western Union-ით ფულად გადმორიცხვებზე შეზღუდვები დაწესდა>>

აგვისტოში საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში გადაირიცხა 19 მლნ დოლარზე მეტი, რაც 0,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 147,1 მლნ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,3%-ით ნაკლებია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (272)

მთავარი თემები