რუსეთიდან Western Union-ით ფულად გადმორიცხვებზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიWestern Union
Western Union - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში Western Union-ის სისტემით გადმორიცხვების წილი ქვეყანაში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 19,3%-ს შეადგენს.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების შესაბამისად, Western Union-ის ფულადი გადარიცხვების სისტემამ ერთი თვის მანძილზე ოპერაციების თანხაზე შეზღუდვები დააწესა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

რუსეთში 22 ივლისიდან Western Union-ის მეშვეობით საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვების ოდენობა შეიზღუდა – მაქსიმალური თანხა 30 დღის განმავლობაში არის 600 ათასი რუბლი. გამონაკლისი ქვეყნებია ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი და ვიეტნამი. ამ ქვეყნებში გადარიცხვები უკვე აპრილიდან 100 ათასი რუბლის ოდენობით შემოიფარგლება.

დოლარი და რუბლი - Sputnik საქართველო
რატომ შემცირდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები

ცენტრალურმა ბანკმა რეკომენდაციები იანვარში გამოსცა. მან ბანკებს ურჩია, კორექტივები შეეტანათ შიდა კონტროლის პროცედურებში საბანკო ანგარიშების გახსნის გარეშე ფულადი სახსრების უცხოეთში გადარიცხვის დროს.

წლის პირველ ნახევარში საქართველოში Western Union-ის სისტემით გადმოირიცხა 155,8 მლნ აშშ დოლარი, რაც ქვეყანაში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 19,3%-ს შეადგენს.

რუსეთიდან საქართველოში იანვარ-ივნისში 198,6 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ქვეყანაში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 24,6%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0