15:30 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ანაკლია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პროექტის ორი ახალი ინვესტორი მოძებნა

© photo : Anaklia Port / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი (34)
80 0 0

პროექტის წარმატებით რეალიზებისთვის ყველა დაინტერესებულმა მხარემ ძალები უნდა გააერთიანოს, მიიჩნევენ კონსორციუმში.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მხარდაჭერას გამოუცხადებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის ორ ახალ ინვესტორს, ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

პორტის მშენებლობით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმია" დაკავებული. ის ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ განაცხადა, ამის გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

„კონსორციუმი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული კომუნიკაციის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ სამინისტრო ოფიციალური წერილებით დაუდასტურებს ზემოხსენებულ პოტენციურ ინვესტორებს, რომ მათ მიესალმებიან პროექტში და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა", – აღნიშნულია განცხადებაში.

კონსორციუმმა გარკვეული პერიოდის წინ სამინისტროს ორი მსხვილი ინვესტორი წარუდგინა, რომლებსაც ამერიკულ SSA Marine-თან და ქართულ TBC Holding-თან ერთად პოტენციურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კონსორციუმის გაძლიერებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსორციუმი ინტენსიურად განაგრძობს პროექტთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან, მათ შორის, სამინისტროსთან აღებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას. როგორც კონსორციუმი აცხადებს, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის დროა, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ ძალები გააერთიანოს.

„უკვე დროა, ყველა დაინტერესებულმა და ჩართულმა მხარემ გააერთიანოს ძალები, რათა ეს სტრატეგიული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. კონსორციუმი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პროექტის შემდგომ სწრაფ განვითარებას – საქართველოს ზოგადი საერთო წარმატებისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება. ამიტომ ალტერნატიული ინვესტორის მოძებნა პრინციპული საკითხია.

ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება>>

როგორც უფრო ადრე რეგიონული განვითარების სამინისტროში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი ინვესტორის გარეშე შეუძლებელია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვება „კონსორციუმს" სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობამ მოუტანა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტს პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები სჭირდება, რომლებიც ქვეყანას, სამწუხაროდ, არ ჰყავს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

რა პირობა წაუყენა მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“>>

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (34)

მთავარი თემები