03:28 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
სამუშაოები ანაკლიის პორტში

რა პირობა წაუყენა მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“

© photo: Anaklia Port / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი (28)
95 0 0

რეგიონული განვითარების სამინისტრო მოითხოვს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ძლიერი ინვესტორი იპოვოს

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას უმოკლეს ვადებში უნდა წარუდგინოს ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის” სხვა დასავლური სტრატეგიული ინვესტორით ჩანაცვლების გეგმა, რომელსაც იგივე წილი, გამოცდილება და ფინანსური მდგომარეობა ექნება, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკულმა კომპანია „კონტი ჯგუფმა“ კონსორციუმიდან გასვლის შესახებ ამ კვირაში განაცხადა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამერიკელი უხელმძღვანელებს>>

როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ღრმაწყლოვანი პორტის ანაკლიისპროექტის განხორციელება შეუძლებელია „კონტის“ მსგავსი გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი ინვესტორის გარეშე. უწყებაში აღნიშნავენ, რომ პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვება „კონსორციუმს“ ამერიკული კომპანიის მონაწილეობამ მოუტანა.

„მოვუწოდებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის  42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ „კონტი ჯგუფი“ უნდა შეცვალოს მსგავს პროექტებში გამოცდილმა და ფინანსურად ძლიერმა სტრატეგიულმა ინვესტორმა.

ანაკლიის პორტი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. კონსორციუმი არის „თიბისი ბანკისა“ და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებული. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (28)

მთავარი თემები