17:53 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (584)
99 0 0

ერთ დღეში კახეთში რვა ათას ტონამდე ყურძენს ამუშავებენ.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. კახეთში მოსავალი ამ დროისთვის დაახლოებით ექვსი ათასმა მევენახემ ჩააბარა, გადამუშავებულია დაახლოებით 54 ტონა ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

რთვლის დაწყებიდან კახეთში ფერმერებმა ჩააბარეს 35 ათასი ტონა „რქაწითელი“, 14 ათასი ტონა „საფერავი“, 2,7 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვა ჯიშის ყურძენი.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, დღეში დაახლოებით 8 ათას ტონა ყურძენს ამუშავებენ, რაც მოსავლის აღების მაღალ აქტიურობაზე მეტყველებს. შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 230 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც რთვლის პროცესში სხვადასხვა დროს ერთვებიან.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციისთვის საკოორდინაციო შტაბი რთველი-2019 სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვით – 1501.

ყველა რთველში!
ყველა რთველში!

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს კარგ მოსავალს ელოდება.

გასულ წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა – დაახლოებით 230 ათასი ტონა, მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს ხელისუფლება 2017 წლიდან ყურძნის ჩაბარების სუბსიდირებას აღარ ახორციელებს და ფასებს ბაზარი განსაზღვრავს.

მთავრობამ წელს 20 მილიონი ლარი გამოყო, რათა „რქაწითელზე“ ფასი 0,7 ლარზე ქვევით არ ჩამოვიდეს. მთავრობა აფინანსებს საწარმო „აკურას" კახეთში, რომელიც ამ ფასში იბარებს ყურძენს, რომელიც სხვა ქარხნებმა უფრო იაფად შეაფასეს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (584)

მთავარი თემები