საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტი შეიქმნა

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობაში რეგულაციების მაქსიმალურად გამარტივება იგეგმება.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი შექმნა, მისი პირველი სხდომა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.

კომიტეტის თავმჯდომარეა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. ეს კომიტეტი წარმოადგენს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს.

კომიტეტი – საკონსულტაციო პლატფორმაა, რომლის მეშვეობით კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლები თავიანთ საპარტნიორო ურთიერთობებს განავითარებენ.

„კომიტეტის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ რეგულირების სისტემის შემდგომი დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება. კომიტეტში შედიან სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო სექტორის წარმომადგენლები", – განუცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.

კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მათ განსახილველად მთავრობას წარუდგენს, რათა საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები მაქსიმალურად გამარტივდეს.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი მცირდება

პირველ შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათი შესრულების საკითხები, ახალი საბაჟო კანონმდებლობა, ასევე უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვის საკითხები.

კომიტეტის მოვალეობაში შედის ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება.

Doing Business-2019-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს კატეგორიაში „საერთაშორისო ვაჭრობა" მსოფლიოში 43-ე ადგილი უკავია.

საქართველო პროდუქციის გასაღების ბაზრებს აფართოებს

საქართველო და ინდოეთი დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება, ნათქვამია 2018 წლის 12 იანვრით დათარიღებულ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - Sputnik საქართველო
ლუდი, ავტომობილები, შპრიცები – რა გადის ექსპორტზე საქართველოდან

თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ შეთანხმება საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში გააფორმეს.

ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-თან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0