09:22 16 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
გაზქურა

საქართველოში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფები  გადაიხედება

© Sputnik / Levan Avlabreli
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (45)
103 0 0

ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კომისიამ მიმდინარე წლის 21 დეკემბრამდე უნდა მიიღოს

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბუნებრივი აირის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

გაზისა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დადგინდა მაშინ, როდესაც ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2,5-ს შეადგენდა. 1 აგვისტოს მონაცემებით, ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2,9718 შეადგინა. ექსპერტების თვალსაზრისით, ტარიფების გადახედვას ბიძგი სწორედ ამ ფაქტორმა მისცა.

შუქი და გაზი ძვირდება? >>

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება წარმოადგენს სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულ გეგმურ პროცესს, რომელსაც სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ყოველწლიურად ახორციელებს.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სატარიფო განაცხადის გეგმური გადახედვის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით. კომპანიებმა შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, სს „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზის“, შპს „თელავგაზის“ ასევე დაიწყეს წარმოებები სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების წესის შესაბამისად, კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 ოქტომბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად - 2019 წლის 31 დეკემბერი.

კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა აღნიშნავს, რომ წარმოებების დაწყება არ ნიშნავს, რომ ტარიფი გაიზრდება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლარის კურსზე, მას გავლენა აქვს მხოლოდ მიწოდების ფასზე, ანუ სამომხმარებლო ტარიფის მხოლოდ ერთ კომპონენტზე. ამიტომ იმის თქმა, რომ კურსის გამო შეიძლება ტარიფი გაიზარდოს ან არ გაიზარდოს, წინასწარ შეუძლებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს მილორავამ.

მისი თქმით, გასულ წელსაც ლარის კურსის ზრდის გამო მოსალოდნელი იყო ტარიფების ზრდა, მაგრამ ტარიფი დარჩა უცვლელი იმის ხარჯზე, რომ კომპანიებისთვის ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასი შემცირდა. ამგვარად, ორმა ფაქტორმა ერთმანეთი დააბალანსა.

„სხვა კომპონენტების შემცირების ხარჯზე შესაძლებელია ტარიფი საერთოდაც არ შეიცვალოს“, - განაცხადა მილორავამ.

„თბილისის ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზის“) აბონენტები 2019 წლის 1 იანვრიდან ერთ კუბურ მეტრ გაზში 46,139 თეთრს იხდიან. Socar-ის აბონენტები - 49,5 თეთრს, „საქორგაზის“ – 50,02 თეთრს.

ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის - „თელასისა“ და „ენერგოპრო ჯორჯიასთვის“ ტარიფები დადგენილი სამწლიან პერიოდზე, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (45)

მთავარი თემები