შუქი და გაზი ძვირდება?

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის გაცვლითი კურსის დოლარის მიმართ ბოლო დროინდელმა მკვეთრმა გაუფასურებამ, ზოგი ეკონომიკის ექსპერტის ვარაუდით, შესაძლოა მოსახლეობას მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის საფასური გაუძვიროს.

გაზისა და დენის სამომხმარებლო ტარიფები მაშინ დადგინდა, როცა ეროვნული ვალუტის  გაცვლითი კურსი ჯერ კიდევ 2.50-ზე იყო. 18 ივლისის მონაცემებით კი ლარი დოლარის მიმართ  2,86 ნიშნულზეა,

 „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის" ვიცე პრეზიდენტის ნიკა შენგელიას აზრით,  თუ ლარის კურსი დღევანდელ ნიშნულზე შენარჩუნდება, აგვისტო-სექტემბერში დენისა და გაზის ტარიფების გადაანგარიშება თავიდან მოხდება.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო წყლის, დენის და დასუფთავების ერთიანი გადახდის სისტემას გააუქმებს?

„იმ შემთხვევაში თუ ლარის კურსი 2.85 –ზე   დაბლა არ დაეცა,  მოუწევთ ენერგომატარებლებზე (გაზი, დენი) ფასების გადაანგარიშება და შესაბამისად გაძვირება“– აღნიშნა ნიკა შენგელიამ Sputnik –საქართველოსთან საუბრისას.

„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის" ვიცე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გარდა ენერგომატარებლებზე ფასების გადასინჯვისა 2,85 იანი ნიშნულის ზემოთ ლარის კურსის შენარჩუნება სხვა პირველადი მოხმარების საქონელზეც გამოიწვევს ფასების ზრდას კიდევ 3-5 % ით.

ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს კი ეკონომისტს გაუფასურებული ლარის გარდა საქართველოს უმსხვილესი  სავაჭრო პარტნიორების, თურქეთისა და რუსეთის ვალუტების გამყარების მიმართულებით არსებული ტენდენციებიც აძლევს.

საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო
რამდენს იხდიან კომუნალური მომსახურებისთვის საქართველოში

„ცნობისათვის თურქული ლირა და სხვა სამეზობლო რეგიონული ქვეყნების ვალუტებიც მყარდება“ –აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით წლიური ინფლაცია საკმაოდ გადახრილი იქნება თარგეთირებულთან მიმართებაში. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ  ლარის კურსის დასტაბილურება ვერ მოახერხა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა.

 ეკონომისტ ანდრია გვიდიანს კი მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურება კომუნალური გადასახადების გაძეირების წინაპირობა არ არის

„ლარის კურსი არის ერთ–ერთი ფაქტორი, რომლითაც დგინდება კომუნალური გადასახადების ტარიფები, თუმცა არა ერთადერთი. შეაბამისად შესაძლოა სხვა კომპონენტებთან  ერთად დადგეს დენის და გაზის ტარიფების გადახედვის საკითხი,  მაგრამ არა მხოლოდ ლარის კურსის გამო“– აღნიშნა ანდრია გვიდიანმა Sputnik- საქართველოსთან საუბრისას.

მისი განმარტებით, დენის და გაზის სამომხმარებლო ტარიფის დადგენაში ლარის კურსის გარდა მონაწილეობს მაგალითად იგივე ინვესტიციები, კაპიტაკური და ფიქსირებული ხარჯები და ა შ.

ბიტკოინი - Sputnik საქართველო
რა კავშირშია კრიპტოვალუტის მაინინგი ელექტროენერგიის ღირებულებასთან

რაც შეეხება ზოგადად სამომხმარებლო ფასებს, ეკონომისტის თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თუ როგორია ლარის კურსი იმ ქვეყნების ფულთან მიმართებაში, რომლებთანაც საქართველო ვაჭრობს.

„ლარი რუბლისა და ლირას მიმართ გაუფასურებული არ არის და შესაბამისად მისი გაუფასურება დოლაროს მიმართ სამომხმარებლო კალათაზე არ აისახება. ხოლო იმ  ქვეყნებთან კი რომლებთანაც ჩვენ ვვაჭრობთ დოლარით ან ევროთი –აშშ და ევროკავშირთაან, რა თქა უნდა იქიდან შემოტანილი პროდუქტი გაძვირდება“ თქვა ანდრია გვიდიანმა .

მისი თქმით, ლარის გაუფასურებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა: კერძოდ,რუსთაველის გამზირზე ანტირუსული ლოზუნგებით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა და ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულმა შეურაცმყოფელმა გამონათქვამებმა.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, უწყებისთვის ამ ეტაპზე სატარიფო განაცხადით არავის მიუმართავს.

გაზის ხელსაწყო - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი გაზზე ფასის მომატებაში პრობლემას ვერ ხედავს

ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების – სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ ტარიფები დადგენილია 3 წლიან სატარიფო პერიოდზე 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

თბილისში სამომხმარებლო ტარიფი აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 14,5435 თეთრია. ტარიფი აბონენტთათვის, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 18,5555 თეთრია. ხოლო 301 კვტ/სთ და მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის — 23,0395 თეთრია.
სამომხმარებლო ტარიფი საქართველოს რეგიონებში აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 14,237 თეთრია. ტარიფი აბონენტთათვის, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 18,213 თეთრია. ხოლო 301 კვტ/სთ და მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის — 22,733 თეთრია.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები კი  2019 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრში 46.139 თეთრს იხდიან. კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 1 კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 0,95 ლარს შეადგენს.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0