16:06 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (89)
23510

ამიერიდან თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას „თბილისი ენერჯი" ეწოდება.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქართულმა ბიზნეს-ჯგუფმა, რომელმაც დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისის" აქციების 100% შეისყიდა, დასახელება შეცვალა და ამიერიდან მას „თბილისი ენერჯი" ეწოდება, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შუქი და გაზი ძვირდება?>>

განცხადების თანახმად, კომპანია ოთხშაბათიდან იწყებს რებრენდინგს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. ეს პროცესი გულისხმობს არა მხოლოდ დასახელების, არამედ ასევე ლოგოტიპის, ფერისა და სხვა ელემენტების შეცვლას.

„თბილისი ენერჯისთვის“ პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა", – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ სექტემბრიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მიმართული იქნება ბუნებრივი აირის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველყოფისკენ.

ამჟამად „თბილისი ენერჯის" თანამშრომლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს, რისი მიზანია მათი კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით.

კომპანიის ახალი მფლობელები იმედოვნებენ, რომ შემოსული ყოველწლიური ინვესტიციები 30 მილიონი ლარის ოდენობის იქნება.

შპს „ყაზტრანსგაზ–თბილისი" გაზისა და გაზმომარაგების სფეროში ყაზახეთის ეროვნულმა ოპერატორმა სს „ყაზტრანსგაზმა" შექმნა. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ყაზახურ კომპანიას შორის 2006 წელს გაფორმდა.

2006–2009 წლებში სს „ყაზტრანსგაზმა" საერთო ჯამში „ყაზტრანსგაზ–თბილისის" განვითარებისათვის 130 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. 2009 წლის მარტიდან, მსხვილ საკრედიტორო დავალიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის – სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისში" სპეციალური მმართველი დაინიშნა.

საქართველოში გაზის დეტექტორები ყველა ოჯახისთვის სავალდებულო გახდება>>

იმ დროისათვის შპს „ყაზტრანგაზ–თბილისის" საკრედიტორო დავალიანება 80 მილიონ ლარს აღემატებოდა, აქედან 68 მილიონი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინაშე არსებული დავალიანება იყო – ბუნებრივი გაზის მიწოდების საფასური.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (89)

მთავარი თემები