რა არის ლარის გაუფასურების მიზეზები – მთავარი ბანკირი განმარტავს

© Administration of the President of Georgia / FBკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის გაუფასურება მოსახლეობის ნაწილისთვის ძალზე მტკივნეული პროცესია, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. დოლარის მიმართ ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი ტურისტების რაოდენობის შემცირებაა, განუცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 20 ივნისიდან 2,5%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსი 2,7871 იყო, 30 ივლისს მან უკვე ახალ ანტირეკორდს მიაღწია – 2,9346.

ბიზნესი საქართველოში საფრთხეშია - ვინ მართავს მოლოდინებს და აცდება თუ არა 1 დოლარი 3 ლარს>>

გვენეტაძის განცხადებით, საქართველო საგარეო შოკს გადის და ეს ლარის კურსზე აისახება.

„ქვეყანაში ტურისტული შემოდინების შემცირებაა მოსალოდნელი. რიცხვებითაც დასტურდება, რომ ამ ეტაპზე შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა პერიოდში შემოვიდოდა. ეს, რა თქმა უნდა, ლარის გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს. ძალიან მტკივნეული პროცესია და აბსოლუტურად მესმის ყველასი, ვინც ამ გავლენას განიცდის", – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი დედოლარიზაციაა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს

„დედოლარიზაციის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შემოსავალი ეროვნულ ვალუტაშია, სესხიც ლარში უნდა იქნეს აღებული. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია ასეთ დროს", – აღნიშნა გვენეტაძემ.

მისი თქმით ეროვნულ ბანკში ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ასეთი განვითარება გადაეცემა ინფლაციას, ჩვენ მივიღებთ ზომებს. ის, რომ ეფექტური გაცვლითი კურსი არის უფრო მეტად გაუფასურებული, შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება", – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, გაცვლითი კურსი მალე უნდა გახდეს სტაბილური.

საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის იმედი აქვს>>

თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ავიარეისები 8 ივლისიდან აკრძალა, რუსულმა ტუროპერატორებმა კი შეწყვიტეს განაცხადების მიღება საქართველოში გამგზავრების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები აზარალებს ტურიზმის სფეროს, რადგან ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეები რაოდენობის მხრივ საქართველოში ტურისტებს შორის ლიდერობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0