16:24 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
მზის ბატარეები

მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურები ამოქმედდება

© REUTERS / Rina Chandran
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (45)
49 0 0

ხელისუფლების განცხადებით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იქნება მთლიანი საქართველო, მისი ყველაზე შორეული კუთხეების ჩათვლით

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექვსი რეგიონის 87 სოფელში, სადაც ელექტროენერგია შეყვანილი არასდროს ყოფილა, სექტემბრიდან მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში მზის პანელების ქარხანა აშენდა >>

მანამდე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიით საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობას უზრუნველყოფდა. იმ სოფლებში, სადაც ელექტროგადამცემი ხაზების შეყვანა შეუძლებელია, ენერგიის ალტერნატიული წყაროები გაჩნდება, განმარტა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მზის ელექტროსადგურები გაჩნდება მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის რეგიონში.

მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის ჩასართავად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ინვენტარიზაცია, ხოლო სამუშაოების დაწყებისთანავე მოხდება პროგრამის მენეჯერის დაქირავება.

დეპუტატები შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონზე იმსჯელებენ >>

მენეჯერი უზრუნველყოფს პანელების დამონტაჟების ზედამხედველობას, ოჯახების ინფორმირებას პანელების ტექნიკური შესაძლებლობების და გამოყენების შესახებ. პროცესში ჩართულები არიან მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონების რწმუნებულები.

სოფლის მოსახლეობას დაუმონტაჟებენ მზის ბატარეებს, რომლებზეც მწარმოებლის გარანტია 25 წელია.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (45)

მთავარი თემები