საქართველო მზის ენერგიის ათვისებას იწყებს

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიმზის ელექტროსადგური
მზის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ორი ელექტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებენ

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კახეთის რეგიონში მზის ელექტროსადგურების აშენებას აპირებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პირველი არხის ეთერში.

პირველი მზის ელექტროსადგური საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში აშენდება. მისი სიმძლავრე 5 მეგავატს შეადგენს. მშენებლობას ახორციელებს „საქართველოს მზის კომპანია“, პროექტის საერთო ღირებულება 4,8 მილიონი დოლარია.

დენი გვინდა ჰესი არა?! ელექტროენერგიის გამომუშავება მოხმარებას ვერ ეწევა >>

„ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდეს ტენდერი 30-დან 50-მეგავატზე ახალ, მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე“, - განაცხადა თურნავამ.

მამუკა ბახტაძე მზის პანელების დამამზადებელ ქარხანაში - Sputnik საქართველო
საქართველოში მზის პანელების ქარხანა აშენდა

ამასთან მან განმარტა, რატომ შეირჩა კახეთის რეგიონი მზის ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.

„მზის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით კახეთი მართლაც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი პირობებით, რადგან მზის ენერგიასთან ერთად არსებობს თავისუფალი მიწის ფართობები და ჩვენი პროექტი გვიჩვენებს, რომ კახეთი ზუსტად არის მორგებული ამ სფეროს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა - ტენდენციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში შეინიშნება. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინიტრო ბოლო წლებში აქტიურ მუშაობას ახორციელებს. კერძოდ, გორში 20 მეგავატის სიმძლავრის ქარის სადგური „ქართლი“ აშენდა.

ყველა ახალი ამბავი
0