საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად ჩათვალა – რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე დონეზე შეინარჩუნოს.

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის დონეზე ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს, ნათქვამია რეგულატორის პრეს-რელიზში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტმა ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ – 6.5%-ზე.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს >>

ბოლოს განაკვეთი შეიცვალა მარტში – 6,75%-დან მიმდინარე დონემდე შემცირდა.

ფასების ზრდაზე მოქმედი ფაქტორები – ლარის კურსი და შიდა მოთხოვნა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ინფლაციის წლიურმა დონემ 4,3% შეადგინა.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
ლარის მორიგი ანტირეკორდი

„ინფლაციის მაჩვენებელში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი 1.3 პროცენტული პუნქტია და ამ ფაქტორს ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, 1.4 პროცენტია, რაც ასევე მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის (3%) ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

„მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის ფონზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე გაზრდილია, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნულ წნეხს აბალანსებს შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის დონის შემცირებაზე იმოქმედებს.

სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში

აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება.

„თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის დოკუმენტში.

ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკა ფასების სტაბილურობაზე სწორად არის ორიენტირებული.

„რადგან ინფლაციის ზრდა განპირობებულია დროებითი ფაქტორებით, მონეტარულ პოლიტიკაში ნეიტრალური პოზიცია მისაღებია“, – აღნიშნეს სსფ-ში.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების თვალსაზრისით, ინფლაციის ტარგეტირების სისტემა გაცვლითი კურსის მოქნილობასა და ინტერვენციებთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობს რეზერვების შექმნას, საქართველოს კვლავაც სასიკეთოდ ემსახურება.

ეროვნული ბანკი ეკონომიკის სტაბილური ზრდის პროგნოზს იძლევა

2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური სიტუაცია მსოფლიოში კვლავ უმჯობესდებოდა. თუმცა მეორე კვარტლის ბოლოს შეიქმნა დამატებითი რისკები ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი შემცირების კუთხით.

დამსვენებლები სარფში - Sputnik საქართველო
ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს, შესაძლოა, 1 მილიონი რუსი ტურისტი მოაკლდეს

თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვები შეაჩერეს. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რიცხვის მიხედვით რუსეთი ლიდერობდა. სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციაში განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შედეგად მიღებულმა ზარალმა შეიძლება 2,1 მლრდ ლარს მიაღწიოს.

„ამ ეტაპზე არსებული შეფასებით, ამ შოკის ჩათვლითაც კი მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება. საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი), განახლებული შეფასებით, 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4,5 პროცენტი იქნება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში.

კომიტეტის მომდევნო სხდომა 2019 წლის 4 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0