საქართველოს ხელისუფლება რუსეთიდან სატრანზიტო ავიარეისებს დააფინანსებს

© courtesy of Georgian Airwaysავიაკომპანია Georgian Airways - Airzena-ს თვითმფრინავი
ავიაკომპანია Georgian Airways - Airzena-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმება სუბსიდირების შესახებ გაფორმდება სულ მცირე ორ ავიაკომპანიასთან, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში ერევანის გავლით დაფრინავენ

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა 1,2 მილიონი ევრო გამოყოს დღგ-ს გარეშე რუსეთის აეროპორტებიდან სომხეთის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შესრულებული სატრანზიტო ავიარეისების სუბსიდირების მიზნით. ამის შესახებ საუბარია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში.

მთავრობა მცირე სასტუმროების მეპატრონეებს სესხების დაფარვაში დაეხმარება >>

როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისში დაწყებული არეულობის შედეგად აკრძალა. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსი ტურისტების შემცირების გამო ტურისტული სექტორი 750 მლნ დოლარით იზარალებს.

ნათია თურნავას შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის იმედი აქვს

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმებას ავიაკომპანიებთან, რომლებიც სატრანზიტო ფრენებს ერევანის გავლით ასრულებენ, გააფორმებს სახელმწიფო კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.

ხელშეკრულებები ყველა მიმართულებით ერთი წლის ვადით დაიდება. კიდევ ერთი პირობაა: სუბსიდიის მიღების პრეტენდენტმა ავიაკომპანიამ საქართველოს ყველა აეროპორტში კვირაში სულ მცირე ორი სატრანზიტო რეისი უნდა შეასრულოს.

მთავრობის ინიციატივის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტით ჩამოყვანილ ყოველ მგზავრზე სუბსიდია იქნება არა უმეტეს 90 ევრო დღგ-ს გარეშე.

ყველა ავიაკომპანიასთან შეთანხმების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 600 ათას ევროს დღგ-ს გარეშე. კომპანიებმა, რომელთაც სუბსიდიების მიღება სურთ, უნდა იჩქარონ, რადგან „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ უფლება აქვს, შეარჩიოს მხოლოდ ორი კომპანია.

ყველა ახალი ამბავი
0