მთავრობა მცირე სასტუმროების მეპატრონეებს სესხების დაფარვაში დაეხმარება

გამოწერა
ეკონომიკის მინისტრი ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – უზრუნველყოს მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსება, ხოლო სესხების გაცემის დროს პრიორიტეტი მიენიჭოს ტურიზმისა და სასტუმრო სფეროს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს-ასოციაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო
რუსეთის დუმა საქართველოს მიმართ დამატებითი სანქციების მოთხოვნას აპირებს

რუსეთთან ურთიერთობები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და შემდგომი საპროტესტო ტალღის შემდეგ გამწვავდა. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების და საქართველოს პირველ პირთა მკვეთრი განცხადებების პასუხად მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო „როსპოტრებნადზორმა“ საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ განაცხადა. 

საქართველოს მთავრობას რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს. მინისტრთა კაბინეტის წევრები აქტიურად ხვდებიან რეგიონებში კერძო მეწარმეებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების გართულებით გამოწვეული შედეგების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და დახმარებას ითხოვენ.

„დღეს ბიზნეს-ასოციაციაში ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება ტურიზმის ბიზნესისთვის იმ შესაძლო ზიანის შესამსუბუქებლად, რაც დაუდგება რუსეთის გადაწყვეტილების გამო. შევისწავლეთ, რა გასაჭირი უდგათ მცირე სასტუმროებს, რადგან ეს არის ყველაზე უფრო მოწყვლადი სეგმენტი, რომელიც დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა მათი საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაში, რადგან მთავარი პრობლემა, რაც მესმოდა სექტორთან გამართული შეხვედრების დროს, არის სესხის, ასე ვთქვათ, ტვირთი და ჩვენ ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დავეხმარებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლეონიდ სლუცკი - Sputnik საქართველო
დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვას მხარი დაუჭირა

მინისტრის თქმით, ასევე დაიგეგმა, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს, რათა განვითარებისა და გაფართოების ახალი პროექტები არ გაჩერდეს.

მინისტრის შეფასებით, ამ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით არსებულ ტურისტულ ბიზნესს, მცირე სასტუმროებს მთავრობა უმსუბუქებს ფინანსურ კრიზისს, ასევე ძალიან კარგ პერსპექტივას აძლევს სამომავლო განვითარებისთვის.

„გარდა ამისა, ძალიან აგრესიული, მარკეტინგული სტრატეგია გვექნება ქვეყნის უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისთვის, რადგან ეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა და ამასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ტრადიციული ბაზრების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა >>

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო საქართველომ 2019 წლის ბოლომდე შეიძლება 1 მილიონი რუსი ტურისტი და 2 მილიარდი ლარის შემოსავალი დაკარგოს.

„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში ტურისტების რაოდენობით წამყვან ადგილს იკავებენ. 2019 წლის ექვს თვეში უცხოელებმა საქართველოში თითქმის 3,9 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, აქედან რუსებმა – თითქმის 700 ათასი. ბოლო წლებში რუსეთიდან ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია მუდმივად არსებობდა.

ყველა ახალი ამბავი
0