საქართველოში ქარის ერთადერთი ელექტროსადგური იყიდება

© photo: Sputnikქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სადგური სპეციალურ აუქციონზე გაიყიდება.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გორში მდებარე ქარის ელექტროსადგური "ქართლის" 100%-იან წილს ჰყიდის – შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე მოაწერა ხელი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქარის ელექტროსადგურები - Sputnik საქართველო
2020 წელს საქართველოში ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა – არის ტენდენცია, რომელიც მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ბოლო წლებში ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ახორციელებს. დღეისთვის საქართველოში ერთი ქარის ელექტროსადგურია, რომლის სიმძლავრე 20 მგვტ-ია.

"მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" 100%-იანი წილის აუქციონის გზით გასხვისება. როგორც განკარგულებაში წერია, სამინისტრომ ქართლის ქარის ელექტროსადგური გასაყიდად "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან" და "გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან" პარტნიორობით უნდა მოამზადოს", – იუწყება ტელეკომპანია.

ამ დროისთვის "ქართლის ქარის ელექტროსადგური" სახელმწიფოს კუთვნილებაშია. სადგურის მშენებლობაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 24 მლნ დოლარი გამოყო.

ელექტროსადგური ექსპლუატაციაში ოფიციალურად 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა, როგორც კვალიფიციური საწარმო კი 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.

ყველა ახალი ამბავი
0