ქართულ პორტებში შემავალ გემებს შეღავათები დაუწესდათ

© photo: Sputnikბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვარაუდობენ, რომ შეღავათების დაწესება პორტების ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქართულ პორტებში შემავალი გემებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეღავათები დააწესა, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, ერთ პორტში შემავალი ხომალდი გადაიხდის მთლიან ღირებულებას, ხოლო მეორე ქართულ პორტში შესვლისას - ღირებულების ნახევარს.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი პრიორიტეტშია, მაგრამ ფოთის პორტის პრეტენზიაც გასაგებია

ძველი წესებით, საქართველოს თითოეულ პორტში შესვლისას გემი მთლიან ღირებულებას იხდიდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დარწმუნებულნი არიან, რომ სიახლის ამოქმედების შემდეგ პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდება.

პორტში შესვლის ღირებულება გემის ტევადობაზეა დამოკიდებული და 280-დან ათას ლარამდე მერყეობს.

საქართველოში ოთხი პორტი ფუნქციონირებს - ბათუმისა და ფოთის საზღვაო პორტები, ასევე ყულევისა და სუფსის ნავთობის ტერმინალები. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში პორტების ტვირთბრუნვამ 6,7 მილიონი ტონა ტვირთი შეადგინა.

ნათია თურნავა: ანაკლიას ვუჭერთ მხარს, ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას >>

2019 წლის მაისში საქართველოს პორტებში 232,2 ათასი TEU კონტეინერი გადამუშავდა, ზრდამ 4,9% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0