რატომ უნდა გაამარტივონ ბანკებმა იპოთეკური სესხების გაცემა

© photo: Sputnikლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი და საბანკო ასოციაცია ლარში იპოთეკური სესხების უფრო მარტივად გაცემის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

ნატა პატარაია

იპოთეკური სესხები კომერციულმა ბანკებმა უფრო მარტივად უნდა გასცენ, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტს გიორგი კაპანაძეს.  

© FB / Giorgi Kapanadze"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე
რატომ უნდა გაამარტივონ ბანკებმა იპოთეკური სესხების გაცემა - Sputnik საქართველო
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე

2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. შედეგად, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც მსესხებელს არ ექნება. ასევე დადგინდა ამა თუ იმ ტიპის სესხის ხანგრძლივობა. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

საბანკო სექტორისთვის სესხის გაცემის გამკაცრებამ პირდაპირი გავლენა იქონია მშენებლობაზე, რადგან ძალიან ბევრმა ადამიანმა ახალი რეგულაციების შემდეგ ბინების შესაძენად სესხის აღება ვერ შეძლო.

„იპოთეკური სესხით საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, რადგან არ გვაქვს ძლიერი ეკონომიკა და ადამიანებს არ აქვთ იმხელა შემოსავლები, რომ პირდაპირ მოახერხონ ბინის ყიდვა“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ურჩევნიათ ცოტა მეტი გადაიხადონ სესხში და დარჩეთ ბინა, ვიდრე წლების განმავლობაში ბინის ქირა იხადონ. ამიტომ, ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის რეგულაციები  იპოთეკური სესხების ნაწილში აუცილებლად უნდა შერბილდეს.

ძველი და ახალი თბილისი - Sputnik საქართველო
ამნისტია და გამკაცრებული პასუხისმგებლობა... ანუ შენების ახალი წესები...

„იპოთეკური სესხების შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკებს ყველანაირი დადასტურებული შემოსავლის გათვალისწინების უფლება ექნებათ, ეს მისცემს მათ უფრო მეტი კრედიტის გაცემის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება უძრავი ქონების ბაზარზეც და გაზრდის მოსახლეობაში იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობას“, – მიაჩნია გიორგი კაპანაძეს.

დადასტურებული შემოსავალი შეიძლება იყოს, მაგალითად, ფულადი გზავნილები, ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი და ა.შ., რასაც, სხვათა შორის, საკრედიტო ოფიცრები რეგულაციების შემოღებამდეც აქცევდნენ დიდ ყურადღებას.

„კომერციული ბანკები იპოთეკურ სესხებს ადრეც მაღალშემოსავლიან ადამიანებზე გასცემდნენ, რადგან მათთვის სესხის გაპრობლემების შემთხვევაში დარჩენილი ქონება არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენდა, უფრო მეტიც, პრობლემატური ხდებოდა მისი გაყიდვა“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

„საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები - Sputnik საქართველო
საქართველოში სამომხმარებლო სესხების რაოდენობა შემცირდა

აფბას ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა იპოვოს გამოსავალი, რათა არ დაზარალდეს არც სამშენებლო ბიზნესი და არც ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ბინის ყიდვა და შეუძლიათ კიდეც გადაიხადონ, მაგრამ ვერ ახერხებენ შემოღებული სტანდარტების დაკმაყოფილებას.

საქართველოს საბანკო ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საბანკო სისტემას შესაძლებლობა აქვს, ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება.

ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, ნებადართულია ფიზიკური პირის შემოსავლის შესწავლა ბანკის შიდა პოლიტიკა–პროცედურების მიხედვით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნული დებულება იძლევა საშუალებას, ბანკებმა გაითვალისწინონ იპოთეკური სესხის გაცემისას, 20%-იანი თანამონაწილეობის დროს, მსესხებლის გადახდების ისტორია, როგორც შუალედური მაჩვენებელი შემოსავლების დადასტურების მხრივ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: დაკრედიტების პოლიტიკა არ გადაიხედება

„მოგეხსენებათ, გადამხდელები ახორციელებენ გადახდებს და ეს არის მათ ისტორიაში. თუ ისინი აჩვენებენ, რომ კარგად იხდიან, ეს შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც შუალედური მაჩვენებელი შემოსავლების დადასტურებაში. ეს უფრო რელევანტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ახალმშენებარე ბინებზე ვსაუბრობთ. იმ შემთხვევაში, თუ თანხის 20 პროცენტის წინასწარი დადება იქნება, მათ აქვთ კარგი ისტორია და მსესხებლები გადაიხდიან ვალდებულებებს, ბანკებს საშუალება აქვთ, ეს გაითვალისწინონ შეფასებაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის თქმით, საბანკო სექტორისგან დაინახეს არგუმენტები, რომლის შესაბამისად ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ააგონ ისეთი მოდელი, რომლითაც კარგად შეაფასებენ მსესხებლის გადახდისუნარიანობას, გადახდის უნარის მქონე მსესხებლებს კი, თავის მხრივ, არ შეეზღუდებათ წვდომა ფინანსებზე.

გამარტივებული რეჟიმი მხოლოდ ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებს უნდა შეეხოს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0