04:36 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
მამუკა ბახტაძე

პრემიერი: საქართველომ ბიზნესის კეთების კუთხით პრობლემები დაძლია

photo: Government of Georgia / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (15)
85 0 0

საქართველოში მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკვე დაძლია ყველა ძირითადი პრობლემა, რომელიც ბიზნესთან არის დაკავშირებული და ახლა ამ სფეროს გაუმჯობესებაზე იმუშავებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ბიზნესის წასახალისებლად ქვეყანაში რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელიც მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. ყველაზე პოპულარულია პროექტი „აწარმოე საქართველოში“.

მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკში შესაძლოა თავდებად მთავრობა დაუდგეს >>

„ვფიქრობ, ის პრობლემები, რაც არსებობდა, დღეს რეალურად დაძლეულია, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი, მათ შორის გასამარტივებელი გვაქვს პროცედურები. ვფიქრობ, აქ ძირითადად უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შეფასებებს და იცით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა“, – განაცხადა ბახტაძემ პირველი არხის ეთერში.

მთავრობის ახალ პროგრამას, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობაზეა მიმართული, წარმოადგენს საკრედიტო გარანტიების პროგრამა – როდესაც ხელისუფლება საწარმოების გაფართოების მიზნით კრედიტების აღებაში ბანკის წინაშე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების გარანტორი იქნება.

სახელმწიფო კრედიტების მიღებაში იმ ბიზნესმენების გარანტორად გამოდის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღონ სესხი. გარანტიის თანხა კრედიტის ოდენობის 70%-ს შეადგენს, მაგრამ გარანტიით უზრუნველყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის არაუმეტეს 10%-ის. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საქართველოში მცირე ბიზნესზე გადასახადები შემცირდა >>

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, Doing Business-2019-ის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს, საქართველოს 190 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილი უკავია.

 

თემები:
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (15)

მთავარი თემები