ანაკლიის პორტის მშენებლობა: ხელისუფლებამ გზის მიმართულება აირჩია

© photo: Sputnik / Igor Ageenko / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზის მშენებლობა
რკინიგზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პორტის მუშაობის დაწყების დროისთვის მზად უნდა იყოს საავტომობილო გზა და რკინიგზა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა საბჭომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისკენ საავტომობილო გზის და სარკინიგზო ხაზის მშენებლობის მიმართულებები შეარჩია, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პორტის მშენებლობის ფარგლებში საავტომობილო გზის და სარკინიგზო ხაზის მშენებლობა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა.

ანაკლიის პორტის ყოფნა-არყოფნა: ხელისუფლება და კრედიტორები ვერ შეთანხმდნენ>>

სულ საპროექტო ორგანიზაციამ საავტომობილო გზის და სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ოთხი ვარიანტი წარმოადგინა, საიდანაც ტექნიკურმა საბჭომ ერთი შეარჩია.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ცერემონია - Sputnik საქართველო
პრემიერი: ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„საპროქტო ორგანიზაცია შერჩეულ საუკეთესო მიმართულებაზე გააგრძელებს დამატებითი კვლევა-ძიების სამუშაოებს დეტალური პროექტის წარმოსადგენად", – აღნიშნულია განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დეტალური დაპროექტებისთვის მიმართულების არჩევა ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლის შემდეგ დაიწყება გეოლოგიური სამუშაოები, შეფასდება გარემოზე ზემოქმედება და ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების გეგმა.

გზების დაპროექტებას ახორციელებს ავსტრალიური კომპანია SMEC. დაპროექტების სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს. დაპროექტება დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხოლო მშენებლობა პორტის მუშაობის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

„არ არის კითხვები, არის პრობლემები" – ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტის შესახებ>>

პროექტს ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

პორტმა პირველი ტვირთები 2021 წელს უნდა მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0