„არ არის კითხვები, არის პრობლემები" – ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტის შესახებ

© photo: Anaklia Port / FBმაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს როგორც კონსორციუმთან, რომელიც პორტს აშენებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე მთელი რეგიონის განვითარებისთვის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერი: ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია>>>

პროექტს ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა ტერიტორია, რომელზეც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უნდა დაიწყოს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე რეგიონის განვითარებისა და იმისთვის, რომ ჩვენი ლოგისტიკური პოტენციალი მთლიანად ავითვისოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის სიტყვებით, ღრმაწყლოვანი პორტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილია.

„ამ პროექტის საჭიროების მიმართ არანაირი კითხვა არ დგას. ერთადერთი პრობლემაა ის, რომ დღეს აქ სამუშაო არ მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი და კონსორციუმის სურვილი სწორედ ესაა – აქ იყოს გაჩაღებული სამშენებლო პროცესი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

Анаклиа. Место, где будет построен глубоководный порт - Sputnik საქართველო
ვინ დააპროექტებს ანაკლიისკენ მიმავალ გზებს: ტენდერში ავსტრალიურმა კომპანიამ გაიმარჯვა

მას შემდეგ, რაც პროკურატურა დაინტერესდა TBC Bank-ის მიერ 2008 წელს განხორციელებული ერთ-ერთი ტრანზაქციით 17 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე, ოპოზიციამ და ბანკის ხელმძღვანელობამ საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ხელისუფლებას პროექტის შეჩერება ან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავიდან მოშორება სურს. მთავრობამ აღნიშნული ინფორმაცია არაერთხელ უარყო.

საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობს მოლაპარაკებებში საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან კონსორციუმისთვის კრედიტის გაცემით, რათა პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს.

საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

თებერვლის დასაწყისში გერმანულმა განვითარების ბანკმა DEG-მ და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა FMO-მ პორტის მშენებლობაში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს. კონსორციუმის მონაცემებით, ორი ევროპული ბანკის მიერ 600 მილიონი დოლარის ინვესტირების გადაწყვეტილების შემდეგ მშენებლობის პირველი ფაზისთვის აუცილებელი თანხა შეკრებილია.

ანაკლიის პორტი, როგორც თურქეთის პორტების კონკურენტი>>>

პორტის ამოქმედება მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ – 2021 წლიდან იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

 

ყველა ახალი ამბავი
0