06:07 14 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (93)
126 0 0

„Sputnik საქართველოს“ მკითხველებმა უპასუხეს კითხვას „თქვენი აზრით, ენერგეტიკის რომელი სახეობა უნდა განვითარდეს საქართველოში?“  

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საინფორმაცი სააგენტო „Sputnik საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ონლაინ–გამოკითხვაში „თქვენი აზრით, ენერგეტიკის რომელი სახეობა უნდა განვითარდეს საქართველოში?“, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სწორედ მზის ენერგეტიკა უნდა განვითარდეს (60%). 

გამოკითხვაში მონაწილეთა 30%–ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკა უნდა განვითარდეს. თბოელექტროსადგურების განვითარებას მხარს უჭერს მკითხელთა 10%.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, იზრდება იმპორტიც. 2016 წლიდან 2018 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ადგილობრივი გამომუშავება 5%-ით გაიზარდა, იმპორტის ზრდამ კი 215% შეადგინა.
საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2019 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში მოხმარებულია 3,3 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია, გამომუშავებამ 2,9 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა, ხოლო იმპორტმა – 533 კილოვატ/საათი.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (93)

მთავარი თემები