როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს

© photo: Ministry of Finance of Georgia / FB საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი
 საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სსფ პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის შედეგებით კმაყოფილია

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორთა აღმასრულებელი საბჭო ივნისში განიხილავს, განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ დაასრულა ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში, სადაც სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შესრულებას აკვირდებოდა. ამ პერიოდში მისია გაეცნო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და მიმდინარე რეფორმებს.

© Ministry of Finance of Georgia / FBსაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ერთობლივი ბრიფინგი
როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ერთობლივი ბრიფინგი

მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მიმოხილვის მოწონების შემთხვევაში საქართველო სსფ-გან დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ოდენობის მორიგ ტრანშს მიიღებს. ბოლო ტრანში საქართველომ სსფ-გან 2019 წლის დეკემბერში, პროგრამის მესამე მიმოხილვის დამტკიცების შემდეგ მიიღო.

„სუსტი საგარეო გარემოს მიუხედავად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალში მაღალი იყო“, - განაცხადა ვერა-მარტინმა.

კრისტინ ლაგარდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოს მაისში ეწვევა

2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის სსფ-ის პროგნოზი 4,6% პროცენტია.

„ინფლაცია 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ოდნავ გადააჭარბებს, ძირითადად, თამბაქოზე აქციზის ზრდის გამო. სტრუქტურული რეფორმები და ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში დააჩქარებს ზრდას საშუალოვადიან პერიოდში და ზრდა დაახლოებით წლიურ 5,25%-ს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნელ-ნელა შემცირდება, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების საფუძველზე“, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას გულისხმობს, სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0