06:11 20 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1229
  • 100 RUB4.3536
  • USD2.7871
გაზკომპრესორული სადგური. არქივის ფოტო

ვინ შეისყიდა რუსული ბუნებრივი აირი საქართველოში

© photo: Sputnik /
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (31)
118 0 0

რუსული ბუნებრივი აირი სპეციალურ აუქციონზე რვა კომპანიამ შეისყიდა

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ რუსეთში შეძენილი ბუნებრივი აირი საქართველოში აუქციონზე გაიყიდა, იუწყება პირველი არხი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით.

გასულ თვეში საქართველომ 2017 წლიდან პირველად 6 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი აირი შეისყიდა.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 17 აპრილს ჩაატარა აუქციონი, რომელზეც 17 ლოტად სარეალიზაციოდ იყო გამოტანილი ბუნებრივი გაზის სხვადასხვა მოცულობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მსურველ დაინტერესებულ პირს ჰქონდა. აუქციონი ჩატარდა გამჭვირვალედ და მასში მონაწილე 16 კომპანიიდან რვა გამარჯვებული გამოვლინდა“, - განაცხადეს სამინისტროში.

2019 წლის აპრილში საქართველოს კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 90% და ქვეყნის მთლიანი მოხმარების 97% (117 მილიონი კუბომეტრი) აზერბაიჯანიდან იყო შემოტანილი.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული 2019 წლის ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, მიმდინარე წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვები გათვალისწინებული აღარ არის.

საქართველოს და „გაზპრომს“ შორის ახალი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ითვალისწინებს, 2019 წლის მარტში გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულებაში ქართული მხარისთვის პირობები გაუმჯობესებულია როგორც რუსული გაზის ტრანზიტის ღირებულებით, ისე შესყიდვის ფასით. ამასთან უწყება კომერციული საიდუმლოს გამო ფასს არ ასახელებს.

კალაძე „გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია >>

2018 წელს საქართველოს გავლით სომხეთში 1,93 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია ტრანსპორტირებული. 2017 წელს გაზის ტრანზიტის მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (31)

მთავარი თემები