საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენმა 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა

© Business Ombudsman of Georgiaირაკლი ლექვინაძე
ირაკლი ლექვინაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნეს-ომბუდსმენის აზრით, მთავარი გამოწვევები საჯარო სექტორის საშუალო ფენაში არსებული ბიუროკრატია, ბიზნესის კეთებისთვის ადეკვატური და პროპორციული შესაძლებლობების უკმარისობა, ასევე სასამართლო დავების ეფექტურად გადაწყვეტისთვის მოქნილი სასამართლო სისტემის არარსებობაა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის კეთების პრობლემებთან დაკავშირებული 316 საქმე განიხილა, რომლის შედეგადაც გასცა 167 შუამდგომლობა, რეკომენდაცია და დასკვნა, განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.

შემთხვევების 65%-ში ხელისუფლებამ მთლიანად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციები და შენიშვნები.

„2018 წელს ბიზნესის წარმომადგენლებთან 1 ათასზე მეტი შეხვედრა გაიმართა, რომელთა შორის უმრავლესობა კომპანიების ინდივიდუალურ საქმეებს ეხებოდა. 40-მდე შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა სექტორულ ბიზნეს-ასოციაციასთან, ორჯერ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები და შევხვდით ადგილობრივ ბიზნესმენებს ყველა დიდ ქალაქში", – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

2018 წელს ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატმა აამოქმედა პორტალი, რომლის საშუალებითაც მეწარმეებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ აპარატს და თვალი ადევნონ, თუ განხილვის რა ეტაპზეა მათი საქმე. სიახლე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით შემუშავდა.

ბიზნესომბუდსმენი კონკურენციის სააგენტოსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს>>>

ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატს დახმარებისთვის ყველაზე ხშირად მიმართავდნენ თბილისიდან და აჭარიდან. ამიტომ ბათუმში გაიხსნა ბიზნეს-ომბუდსმენის მუდმივი წარმომადგენლის ოფისი.

დავით ზალკალიანი და რობერტო აზევედო - Sputnik საქართველო
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა საქართველო ეკონომიკური განვითარებისთვის შეაქო

მეწარმეები ბიზნეს-ომბუდსმენს უკავშირდებოდნენ ფინანსთა სამინისტროსთან და სამინისტროში შემავალ სტრუქტურებთან შექმნილი პრობლემების გამო.

„დავიწყეთ მუშაობა, რათა შევძლოთ ბიზნესის ინტერესების დაცვა სასამართლო სისტემაში. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილება "საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის შესახებ" კანონში, რომელიც გვანიჭებს უფლებამოსილებას, ჩავერთოთ საერთო სასამართლოებში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებში და ჩვენი რეკომენდაციით გავაძლიეროთ ბიზნესის პოზიციები", – განაცხადა ბიზნეს-ომბუდსმენმა.

2018 წელს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ბიზნეს-ომბუდსმენის აზრით, მთავარი გამოწვევები საჯარო სექტორის საშუალო ფენაში არსებული ბიუროკრატია, ბიზნესის კეთებისთვის ადეკვატური და პროპორციული შესაძლებლობების უკმარისობა, ასევე სასამართლო დავების ეფექტურად გადაწყვეტისთვის მოქნილი სასამართლო სისტემის არარსებობაა.

ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს-ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

 

ყველა ახალი ამბავი
0