19:07 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ჰონგ–კონგი

საქართველო ჰონგ–კონგთან თავისუფლად ივაჭრებს

© photo: Sputnik / Alexander Wilf
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
123 0 0

საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდება საქონლის უმეტესობა სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის რიგი დასახელების პროდუქციის გარდა

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. შეთანხმება თავისუაფლი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჰონგ–კონგს შორის ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში Facebook–გვერდზე.

„წარმოდგენილი შეთანხმების ამოქმედება ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7–მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველომ და ჰონგ–კონგმა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელი 2018 წლის 28 ივნისს მოაწერეს. იმავე წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმება ითვალისწინებს ამ ქვეყნებში ნაწარმოები საქონლის უმეტესობის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას.

გამონაკლისია ისეთი საქონელი, როგორიცაა თაფლი, ბოსტნეული, კენკრა, სოკო, მწვანე და შავი ჩაი, შაქარი, ხილისა და ბოსტნეული პიურე, ბიოლოგიური დანამატები და ზოგიერთი სხვა საქონელი, რომლებიც საბაჟოზე 12%–იანი გადასახადით დაიბეგრება.

დანარჩენ პროდუქციაზე, საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, მეწარმეებმა უნდა წარადგინონ სერტიფიკატი საქონლის წარმომავლობის შესახებ.

საქართველოსა და ჰონგ–კონგს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს 133,9 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები