საგარეო ბრუნვა: ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტრეილერების რიგი „სარფის" საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე
ტრეილერების რიგი „სარფის საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ახალ ბაზრებზე გასვლას ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1,2%-ით გაიზარდა და 826,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: საქართველომ ყველა მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა

2019 წლის პირველ თვეში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის იანვართან შედარებით, 7,2%-ით გაიზარდა და 238,8 მლნ დოლარი შეადგინა.

ხოლო იმპორტმა 2019 წლის იანვარში 588 მლნ დოლარი შეადგინა – გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები.

საქართველომ 2018 წელს ყველა მაჩვენებლით მორიგი რეკორდი დაამყარა, მათ შორის ექსპორტის თვალსაზრისით. საქართველოს ექსპორტის ზრდის დინამიკა 2016 წლიდან შეინიშნება, ხოლო 2018 წლის მაისში რეკორდული – 50,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის გასაღების ბაზრის გეოგრაფიის ზრდით.

სატვირთო ტრეილერები საქართველოს „სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: საქართველოს მორიგი რეკორდი

გასაღების ბაზარი ფართოვდება

საქართველო და ინდოეთი მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური