10:28 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ადამიანები რუსთაველის პროსპექტზე

დათვლილია დასაქმებულების შემოსავალი: ვის აქვს ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ანაზღაურება

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
194 0 0

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ 2% მუშაობდა, ხოლო  ორ ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორში — 52%.  

თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. საკონსულტაციო კომპანია PMCG-მა საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლები დაითვალა და გაარკვია, რომ 2017 წლისთვის დასაქმებული ფიზიკური პირების 46%-ის შემოსავალი 400 ლარზე ნაკლები იყო. 

შესაბამისი კვლევა ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.   
კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულების მხოლოდ 1%-ს, ანუ 9 826 ადამიანს ჰქონდა 8 333 ლარზე მეტი შემოსავალი.  

მიუხედავად საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდისა, 2017 წელს ხელფასებს შორის მკვეთრი სხვაობა ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით დაფიქსირდა.  სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი იყო:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 2008 ლარი,
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 1595 ლარი
  • მშენებლობა — 1466 ლარი.

ყველაზე დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ შემდეგ სექტორებსში დასაქმებულებს: განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობები — 672 ლარი, სოფლის მეურნეობა — 643 ლარი, განათლება — 577 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ 2% მუშაობდა, ხოლო  ორ ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორში — 52%.  

მთავარი თემები