რას საქმიანობს „საპარტნიორო ფონდი“

© FB / Mediamallდავით საგანელიძე
დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მისი მთავარი დანიშნულება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.) საქართველოში ინვესტიციების წახალისებაა.

„საპარტნიორო ფონდი“ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მრავალ პროექტს ახორციელებს, რომელთა ღირებულება 1 მლნ აშშ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, 98 პროექტია დაფინანსებული პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ამ თანხაში მხოლოდ 300 მლნ უჭირავს „საპარტნიორო ფონდის” ინვესტიციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთ ჩადებულ დოლარზე დაახლოებით 7-8 დოლარი გვაქვს ქვეყანაში გარედან მოზიდული და ეს არის ყველაზე საინტერესო რიცხვი“, – განუცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „Sputnik-საქართველოს“.

მდინარე ნენსკრას ხეობა - Sputnik საქართველო
ნენსკრა ჰესი აშენდება: ეკონომიკის სამინისტრომ და ინვესტორმა მემორანდუმი გააფორმეს

„საპარტნიორო ფონდი“ მსხვილ პროექტებს ძირითადად ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში და უძრავი ქონების სექტორში ახორციელებს.

დავით საგანელიძის აზრით, ენერგეტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია გარდაბნის თბოელექტროსადგური, ასევე ნენსკრა ჰესი, რომელიც ყველაზე დიდი პროექტია თავისი მოცულობით.

გარდაბნის თბოელექტროსადგური „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ერთობლივი პროექტია, რომლის ღირებულება 233 მლნ აშშ დოლარია. აქედან ფონდის თანამონაწილეობაა – კაპიტალის 49%.

ნენსკრა ჰესი „საპარტნიორო ფონდისა“ და კორეული კომპანია K-Water-ის ერთობლივი პროექტია სვანეთში, რომლის საინვესტიციო მოცულობა 1 მლრდ დოლარია. ჰესი 2021 წელს უნდა გაიხსნას.

წარმოების სეგმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი, დავით საგანელიძის აზრით, „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია Elbit Cyclon-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოში „ბოინგისთვის“ 114 დეტალი მზადდება.

ელექტრომობილი - Sputnik საქართველო
საქართველოში შვედურ ელექტრომობილ UNITI ONE-ს ააწყობენ

„პროექტმა უკვე შექმნა პრეცედენტი, რომ საქართველოში მზადდება დეტალები ისეთი მაღალტექნოლოგიური საწარმოსთვის, როგორიც არის „ბოინგი“, რომლის თვითმფრინავებიც ბევრგან დაფრინავს და თუ წელს დაგეგმილი იყო 3,5 მილიონის შეკვეთები, მინდა გითხრათ, რომ ამ შეკვეთებმა 9 600 ათასს მიაღწია მარტო წელს და ჩვენ ვანგარიშობთ, რომ დაახლებით 5 წელიწადში წლიური შეკვეთების ოდენობა 60 მილიონს მიაღწევს“, – აღნიშნა საგანელიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ელბიტი“ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კვოტირებული, მსოფლიოში აღიარებული მწარმოებელია და „ბოინგის“, „ეარბასის“, „ბომბარდიერის“, ასევე მსოფლიოში ცნობილი სხვა მსხვილი კომპანიების პარტნიორია.

სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს შორის დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდისა“ და ჰოლანდიური კომპანია Food Venture-ის ერთობლივი პროექტი იმერეთში განსაკუთრებით გამოჰყო, რომლის საინვესტიციო მოცულობა 4,6 მლნ დოლარია.

ჩიფსები - Sputnik საქართველო
საქართველო ვაშლის ჩიფსების ექსპორტს ჩინეთში განახორციელებს

 „იმერეთი გრინერი“ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პროექტია, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლი ესპანურ კომპანიებთან ერთად განხორციელებულ მთის ღორის გადარჩენის და ქართული აგურის წარმოების პროექტებს. ეს უკანასკნელი ჩვენ ახლა დავიწყეთ“, – აღნიშნა საგანელიძემ.

ტექნოლოგიების წარმოების დარგს რაც შეეხება, დავით საგანელიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იტონგის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა, რომელსაც ქართული მხარე გერმანულ კომპანია „ქსელა გრუპთან“ ერთად ახორციელებს და რომლის საინვესტიციო მოცულობაც 15 მლნ დოლარია. 

„სასტუმროების ქსელს თუ გადავხედავთ, ჩვენ შევქმენით პირველი ბრენდული სასტუმროები რეგიონებში, მაგალითად, Best Western ქუთაისში და Radisson Tsinandali კახეთში. ასევე აღსანიშნავია შესანიშნავი სასტუმრო ახალციხეში Gino Wellness Rabati“, – აღნიშნა საგანელიძემ.

მისი თქმით, შესანიშნავი პროექტებია განხორციელებული პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში, თუმცა განსაკუთრებით ორი მათგანი უნდა გამოიყოს.

ელექტრომობილების პირველი გასამართი სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველომ ელექტრომობილების წარმოებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

„100 000 ლარით დაფინანსებულმა პროექტებმა მილიონიანი კონტრაქტები გააკეთეს ჩინეთთან. ეს არის ვაშლის ჩიფსები ქართული ტექნოლოგიით და ღვინის ჩაი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ინოვაციური იდეით“, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

დავით საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდი ქართულ და ჩინურ ბიზნესებს შორის ძირითადად მედიატორის ფუნქციას ასრულებს და ძალიან ბევრი კომპანია ქართულ ბაზარზე მათ მიერ არის შემოყვანილი. თუმცა არის ერთობლივი პროექტები საფეიქრო და ფაიფურის წარმოების მიმართულებით.

„სადაც ჩვენ არ ჩავდეთ ფული, მათ ან ქართველი პარტნიორი მოვუძებნეთ ან თვითონ განახორციელეს პროექტი და ასეთი ძალიან ბევრია”, – აღნიშნა საგანელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარდა კომერციულად წარმატებული პროექტებისა, არის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ამ ეტაპზე კომერციულად არ იყოს ძალიან მომგებიანი, მაგრამ საჭიროა სოციალური თვალსაზრისით. ასეთია, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში გახსნილი დიდი სავაჭრო ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0