რას მიაღწია პრემიერმა დავოსში: საქართველოში ინვესტირების პერსპექტივები

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიდავოსი
დავოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თხილი, ალტერნატიული ენერგეტიკა, ტრანსპორტი – საქართველოს ეკონომიკის ის სფეროებია, რომელთა მიმართ პოტენციურმა ინვესტორებმა ინტერესი გამოხატეს.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც ბიზნესმენების საქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით გარკვეულ შედეგებს მიაღწია, ნათქვამია ქვეყნის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) დავოსში 1987 წლიდან იმართება და ყოველწლიურად მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის ლიდერებს უყრის თავს აქტუალური საკითხების განსახილველად. საქართველოს პრემიერი დავოსში ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ჩავიდა.

ქართული თხილი შვეიცარიულ შოკოლადში

ბახტაძის მიერ დავოსში მიღწეული ერთ-ერთი მთავარი შედეგია შვეიცარიულ შოკოლადის მწარმოებელ კომპანია Camille Bloch-თან შეთანხხმება.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, წენგ ცინჰონგი - Sputnik საქართველო
ჩინური საავტომობილო კომპანია საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

კომპანია მზადაა, საქართველოში მოაშენოს თხილის პლანტაციები და მისგან აწარმოოს თავისი ცნობილი Ragusa, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა.

პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ბუნებრივი ენერგია ქვეყნის საკეთილდღეოდ

პრემიერმა შეძლო კომპანია ACCIONA-ს – განახლებადი ენერგიის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯმენტის ერთ-ერთი ლიდერის დაინტერესება. კომპანია ქვეყანაში ქარისა და მზის ენერგიის განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.

კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში თებერვალში ჩამოვლენ და ქვეყნის შესაძლებლობებს გაეცნობიან.

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამ მხრივ ბოლო წლებში აქტიურ მუშაობას ეწევა.

ლოგისტიკა, როგორც საფუძველი

ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს ლოგისტიკის ლიდერი კომპანია Agility Group, რომელსაც საქართველოს პრემიერმა ქვეყნის საინვესტიციო გარემო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები გააცნო.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ალიევს დავოსში შეხვდა

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტარეკ სულთან ალ ესამ აღნიშნა, კომპანიაში დადებითად აფასებენ თანამშრომლობის პერსპექტივებს საქართველოსთან, რომელსაც რეგიონულ ცენტრად გადაქცევის ყველა შანსი აქვს.

გზა საუკეთესო ჯანდაცვისკენ

საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავს ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი კომპანია VPS Healthcare, მათ შორის ფარმაცევტული პროდუქციის მოწოდებას.

ამ კომპანიის დელეგაცია საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა, რათა შეისწავლოს თანამშრომლობის შესაძლებლობები და ვითარებას ადგილზე გაეცნოს.

ყველა ახალი ამბავი
0