მაისურები, სუნამოები, ცოცხები: უცნაური და ორიგინალური ექსპორტი საქართველოდან

© FB / Dimitry Kumsishviliკომპანია Ajara Textile-ის საკერავი საამქრო
კომპანია Ajara Textile-ის საკერავი საამქრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციული საქონლის გარდა საქართველოს მსოფლიო ბაზრებზე სხვა პროდუქციაც გააქვს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2018 წელს ექსპორტის მხრივ რეკორდი დაამყარა – საგარეო ბაზრებზე 3,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, ექსპორტის ყველაზე გავრცელებული პროდუქტებია სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ღვინო. გარდა ამისა, საქართველოს ექსპორტზე გააქვს სხვა, ექსპორტისთვის არატრადიციული მრავალი პროდუქციაც.

Sputnik-საქართველო" წარმოგიდგენთ ქართული ექსპორტის ყველაზე საინტერესო პროდუქციას.

ტანსაცმელი

მამაკაცებისა და ბიჭებისთვის განკუთვნილი კოსტიუმებისა და კომპლექსების ექსპორტი 2018 წელს გაიზარდა და 11 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 9,7 მლნ დოლარი იყო.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: საქართველომ ყველა მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა

გაიზარდა მოთხოვნა კოლგოტებსა და წინდებზე. ეს პროდუქცია 2018 წელს გაიტანეს 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებისა, მაშინ, როცა 2017 წელს ამ საქონლის ექსპორტი 747 ათას ლარს შეადგენდა.

მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა მაისურებსა და პერანგებზეა. გასულ წელს ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა 41 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების ეს საქონელი. 2018 წელს ძალზე პოპულარული გახდა საქართველოში წარმოებული საფეხბურთო ფორმა.

დასუფთავებისთვის განკუთვნილი საქონელი

საქართველოდან იზრდება ასევე დასუფთავებისთვის განკუთვნილი საქონლის ექსპორტი. მაგალითად, 2018 წელს გაიზარდა ცოცხებისა და ჯაგრისების ექსპორტი. 2017 წელს ეს საქონელი ექსპორტირებული იყო 1 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულებისა, ხოლო 2018 წელს – დაახლოებით 2 მლნ დოლარის.

გაიზარდა ქვეყნიდან მტვერსასრუტების ექსპორტიც. 2018 წელს ექსპორტირებული იყო 832,6 ათასი დოლარის ღირებულების მტვერსასრუტები, ხოლო 2017 წელს – 402,2 ათასი დოლარის.

ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
საქართველომ ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა

თავის მოვლის საშუალებები

ექსპორტის ზრდა შეინიშნება თავის მოვლის საშუალებების მხრივაც.

საქართველოდან 2018 წელს ექსპორტირებული იყო დაახლოებით 6,9 მლნ დოლარის ღირებულების კოსმეტიკური საშუალებები, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4,3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გარდა ამისა, 2018 წელს ექსპორტზე გავიდა 6 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების სუნამოები და ტუალეტის წყალი, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი იყო 5,1 მლნ დოლარი.

გაიზარდა საპარსი საშუალებებისა და დეზოდორანტების ექსპორტი. 2017 წელს ამ საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი იყო 1,2 მლნ დოლარი, ხოლო 2018 წელს – დაახლოებით 2 მლნ დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0