05:01 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები -2018 (451)
128 0 0

ბახმაროს ახალი სტატუსი ამ კურორტის განვითარების შესაძლებლობას იძლევა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ცნობილ კურორტ ბახმაროს დაბის სტატუსი მიანიჭა, განაცხადა ბრიფინგზე რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება >>

ბახმარო მდებარეობს გურიის მთიან ქვაბულში, რომელიც მარადმწვანე ნაძვნარითა და სოჭის ტყეებით არის დაფარული. კურორტი ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თავისი ცნობილი კლიმატით არის ცნობილი.

„მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობს ბახმაროს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რათა სწორად განისაზღვროს კურორტის ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები. 2019 წელს ის ელექტროენერგიას გაიყვანენ.

„ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე – დამსვენებლებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს ბახმარო საერთაშორისო დონის კურორტად და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად, საქართველოს სიამაყედ და მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ აქციოს.

თემები:
საქართველოს რეგიონები -2018 (451)

მთავარი თემები