18:09 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ფულის კუპიურები. აშშ დოლარი

საიდან და რამდენ ფულს აგზავნიან საქართველოში

© photo: Sputnik / Anton Denisov
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
14220

ყველაზე მეტი ფული საქართველოში გადმორიცხეს რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების ოდენობა ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 9,1%-ით გაიზარდა და 150,9 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – 2018 წლის დეკემბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმოირიცხა დაახლოებით 43,8 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,7%-ით ნაკლებია.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია>>

რუსეთის წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან დეკემბერში 29% იყო.

ფულადი გადმორიცხვები 2018 წლის დეკემბერში. ლიდერი ქვეყნების ექვსეული

ქვეყანა მოცულობა (მილიონი, აშშ დოლარი) ზრდა %
რუსეთი 43,8 –2,4
იტალია 19,99 30
საბერძნეთი 17,1 13
აშშ 15,1 15
ისრაელი 13,0 4,6
თურქეთი 7,8 –22

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2018 წლის იანვარ-დეკემბერში 14,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან 0,5%-ით მეტი ფულადი გადმორიცხვებია შესრულებული, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის იანვარ-დეკემბერში დაახლოებით 457,5 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გადმორიცხვები 2018 წელს. ლიდერი ქვეყნების ექვსეული

ქვეყანა მოცულობა (მილიონი, აშშ დოლარი) ზრდა %
რუსეთი 457,5 0,5
იტალია 191,2 33,8
საბერძნეთი 163,1 16,0
აშშ 159,4 12,3
ისრაელი 151,1 26,9
თურქეთი 105,6 –3,4

საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის დეკემბერში გადარიცხულია 21,7 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის 9,3%-ით მეტია. მთლიანობაში 2018 წლის 12 თვეში საქართველოდან დაახლოებით 229,6 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები