03:14 08 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4551
  • 100 RUB4.2058
  • USD3.1748
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
5410

სკოლების რემონტსა და მშენებლობაზე 2019 წელს 2,5-ჯერ მეტს დახარჯავენ, ვიდრე 2018 წელს.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2019 წელს ქვეყნის სკოლების რემონტისა და მშენებლობის დაფინანსებაზე 150 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას.

სკოლების რემონტსა და მშენებლობას ნაწილობრივ განათლების სამინისტრო დააფინანსებს, ნაწილობრივ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აღნიშნა მან.

„ბიუჯეტი, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე ჯამში მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს", – განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მზადდება განათლების რეფორმა, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

ზოგადი განათლების დაფინანსება იზრდება 750,5 მილიონ ლარამდე, რაც გასულ წელთან შედარებით 48 მილიონი ლარით მეტია.

„წინა წარდგენასთან შედარებით, ზრდა შეადგენს 11 მლნ ლარს, მათ შორის, დამატებითი რესურსი მოხმარდება მანდატურთა ხელფასების ზრდას, განათლების რეფორმის ფარგლებში ელექტრონული რესურსების შექმნას", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, უშუალოდ განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გათვალისწინებულია 135,5 მლნ ლარი.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროფესიულ განვითარებაზე გამოიყოფა დაახლოებით 49 მლნ ლარი, რაც პედაგოგების ხელფასების 30%-იან ზრდას ითვალისწინებს.

დიდ ჯიხაიშში ინოვაციური კოლეჯი გაიხსნება>>

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2019 წელს მთლიანობაში 3,7 მლნ ლარი დაიხარჯება.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები