17:39 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
ქართულ-ლატვიური ეკონომიკური ფორუმი მცხეთაში

რა აინტერესებთ ლატვიელ ბიზნესმენებს საქართველოში

© FB / MRDI
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
9210

ლატვიურ კომპანიებს სურთ თანამშრომლობა საქართველოსთან სოფლის მეურნეობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული ინდუსტრიის და 3D-დიზაინის სფეროში

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მცხეთაში გაიმართა საქართველო-ლატვიის ეკონომიკური ფორუმი, სადაც ორი ქვეყანის ბიზნეს-სექტორისა და რეგიონალური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება განიხილეს, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ღონისძიების მიმდინარეობისას მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ქვეყნის რეგიონების საინვესტიციო პოტენციალი, ასევე კონკრეტული წინადადებები ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება რეგიონალური განვითარების სფეროში. ფორუმზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რიგის რეგიონის განვითარების საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებაში  ლატვიური მხრიდან ბიზნეს-დელეგაცია მონაწილეობდა, რომელში 11 კომპანია შევიდა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაცემებით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 80-მდე ქართული კომპანია დარეგისტრირდა.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ საქმიანი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ემსჯელათ.  ლატვიური  კომპანიების ძირითად ინტერესს  წარმოადგენს: საგზაო ინფრასტრუქტურა, სპორტული ინდუსტრია, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, 3D-დიზაინი და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, საქართველოსა და ლატვიის სამთავრობო და ბიზნეს-წრეების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, რომლის მიზანიც იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაა.

საქართველოსა და ლატვიის პარლამენტების თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის >>

2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველო-ლატვიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით 71 %-ით მეტია.

ქართულ-ლატვიური ბიზნეს-ფორუმი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და  სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.

მთავარი თემები