კონტროლი თუ მონოპოლია? საქართველოში ცემენტის მწარმოებელმა 25-მა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

გამოწერა
საქართველოში ცემენტის მწარმოებლები ხელისუფლებას ქვეყანაში აღნიშნული ბიზნესის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო სამი კვირის განმავლობაში ცემენტის მწარმოებელმა 25-მა ქარხანამ ნედლეულის უქონლობის გამო მუშაობა შეაჩერა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თითქმის ერთი თვეა, რაც საქართველოს შემოსავლების სამსახური ცემენტის წარმოებისთვის საჭირო სამი ათასი ტონა კლინკერის განბაჟებაზე უარს აცხადებს. ამის გამო ქარხნების მეპატრონეები იძულებული გახდნენ საკუთარ საწარმოებში მუშაობა შეეჩერებინათ.

კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში მოვალეებს ცხოვრებას გაუმარტივებენ

ცემენტის კლინკერი საქართველოში აზერბაიჯანიდან და ირანიდან შემოაქვთ. განბაჟებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი ხარისხის კონტროლია, თუმცა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია საზღვარზე თითქმის ერთი თვეა გაჩერებული, სინჯები ამ დრომდე არ არის აღებული.

„კლინკერის შემოწმებას სულ რაღაც ორი საათი სჭირდება, რათა მისი ქიმიური შემადგენლობა დამტკიცდეს. ნებისმიერ ტექნოლოგს, რომელიც თუნდაც "ჰაიდელბერგში" მუშაობს, სამხარაულის ლაბორატორიაში ორი სათის შემდეგ შეუძლია დაადგინოს, რომ მოცემული კლინკერი კონკრეტულ ქიმიურ შემადგენლობას ექვემდებარება", - განაცხადა ცემენტის მწარმოებელი ერთ-ერთი ქარხნის დირექტორმა ლევან ბარამიძემ.

მონოპოლია?

საქართველოში ცემენტის მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ ამ კრიზისის უკან ქვეყანაში ცემენტის მწარმოებელი მსხვილი კომპანიის ბიზნეს-ინტერესები დგას. HeidelbergCement-ი კლირკერს თავად აწარმოებს და ნედლეულის გარეშე დარჩენის საფრთხე არ ემუქრება, ცემენტის ბაზრის დანარჩენი მოთამაშეები კი ან მასზე დამოკიდებული უნდა გახდნენ, ან გავიდნენ თამაშიდან.

კომპანია HeidelbergCement-ის აქტივების 50% საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ თანაინვესტირების ფონდს და კომპანია Нanivel Partners-ს ეკუთვნის.

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
ბიზნესმენს მაინინგ-ფერმისთვის ელექტროენერგიის მოპარვაში ადანაშაულებენ

საპროტესტო აქციები, რომლებიც შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით იყო დაგეგმილი, რამდენჯერმე გადაიდო, რადგან მთავრობამ აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარების პირობა დადო.

ცემენტის მწარმოებლებმა პრობლემის დასარეგულირებლად მთავრობას ოთხი დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქუჩის აქციებს აანონსებენ.

ბიზნეს-ობმუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ყველაფრის მიზეზი საქართველოში წარმოებული ცემენტის ხარისხის კონტროლის გამკაცრებაა.

„ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ ბაზარზე რაიმე სახის მონოპოლიური სიტუაციაა, ან მონოპოლიის დემონსტრირება ხდება. ჩვეულებრივი პროცესი მიდის, რომელიც ამ ბიზნესს უკავშირდება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ოპტიმალური ჩარჩოები იმისთვის, რათა თამაშის წესები ყველამ იცოდეს", – განაცხადა ლექვინაძემ.

საქართველოში წარმოებული ცემენტის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ 21 ნიმუშიდან ევროპულ სტანდარტებს მხოლოდ ცხრა შეესაბამება.

2017 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად კი 26 ნიმუშიდან მხოლოდ რვა აღმოჩნდა ხარისხიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0