ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ: ბოლო ცნობები

CC BY-SA 2.0 / Ton Rulkens / stink bugაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის  შესაბამისად მიმდინარეობს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. ქვეყანაში მავნებლის გავრცელების  გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა, მავნებელი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფიქსირდება“, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროც ცნობით, წელს მობილიზებულია 150 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, რაც 2017 წელთან შედარებით 10-ჯერ მეტია. ასევე გამოყოფილია გაზრდილი საბიუჯეტო რესურსი.

ფაროსანა - Sputnik საქართველო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს USAID -ის მისიის დირექტორი გაეცნო

დღეის მდომარეობით,  სახელმწიფოს მიერ დამუშავებულია 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი. თერმული ნისლის გამოყენებით შეწამლულია დაახლოებით 407  ათასი ჰექტარი სოფლების ტერიტორია, ცივი შესხურების ტექნოლოგიით — 37 ათას  ჰექტრამდე ფართობი, სატრაქტორე აგრეგატით — 19 ათასამდე ჰექტარი, დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით — 4488 ჰექტარი. 

მავნებლის სასოფლო სამეურნეო კულტურებზე გადასვლის თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრებზე ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია უცხოელი და ქართველი სპეციალისტების  რეკომენდაციების გათვალისწინების არის შემუშავებული. 

ამავე დროს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ქიმიური წამლობის პარალელურად, მოსახლეობა უნდა ახდენდეს თხილის  სოკოვანი და  ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას, რათა არ ჩამოყალიბდეს თხილის გულის სიდამპლე და ხარისხიანი მოსავალი მოვიდეს.

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ადამიანებზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პრეპარატები

„მოსახლეობის იმ ნაწილს,  რომელიც ჩართული იყო როგორც მავნებელთან, ასევე სოკოვანი და ბაქტერიული  დაავადებების   წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, წელს თხილის გაცილებით უკეთესი მოსავალი აქვს“, — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მიერ მავნებლის წინააღმდეგ საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე  შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებას საფრთხეს უქმნის დეზინფორმაციის გავრცელება ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების არაეფექტიანობის შესახებ.

„ხშირ შემთხვევაში, წინასაარჩევნო, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა მოსახლეობაში გააჩინოს აბსოლუტურად უსაფუძვლო უნდობლობა და საფრთხე შეექმნას წამლობის პროცესს, რაც სავალალო შედეგის მომტანი იქნება“, — ნათქვამია განცხადებაში.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
ფაროსანა უკან იხევს - მავნებელთან ბრძოლამ შედეგი გამოიღო

სამინისტროში მიაჩნიათ, რომ გონივრულ აზრსაა მოკლებული ფერმერების გარკვეული ჯგუფის მიერ კომპენსაციასთან დაკავშირებული განცხადებები, სახელმწიფო მილიონობით ლარს ხარჯავს წამლობის ღონისძიებებში.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყო.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.


ყველა ახალი ამბავი
0