ქართული ღვინო იაპონიაში დაჯილდოვდა

© FB / Wines of Georgiaიაპონელი სომელიე ქართულ ღვინოს აგემოვნებს
იაპონელი სომელიე ქართულ ღვინოს აგემოვნებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსზე 33 ქვეყნის 4 000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

იაპონია ქართული ღვინის ექსპორტისთვის  ერთ–ერთი მზარდი ბაზარია. 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, იაპონიაში  155 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 8%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

„საკურას“ კონკურსზე დაჯილდოვდნენ:

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა – რას ყიდის საქართველო

„ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია „ქინძმარაული“;

„ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“;

„ოქრო“ – „მწავნე 2015“, „შალაურის ღვინის მარანი“;

„ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია „ქინძმარაული“;

„ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“;

„ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, „შალაურის ღვინის მარანი“;

„ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის 4 000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით — სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. 

მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე  ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, აღნიშნავენ სააგენტოში.

ქართული ღვინო იაპონიაში პოპულარობით სარგებლობს. 2017 წლის სექტემბერში ტოკიოში გამართულ საერთაშორისო კონკურს 20th Japan Wine Challenge 2017–ზე  ქართულმა ღვინოებმა რამდენიმე უმაღლესი ჯილდო მოიპოვეს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0