03:44 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
XVIII საუკუნის ციხესიმაგრე ანაკლიაში

მომავალი იწყება დღეს: როგორი იქნება საქართველოს ულტრათანამედროვე ქალაქი

© Sputnik / Levan Avlabreli
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
21340

ანაკლიაში ულტრათანამედროვე ქალაქის კონცეფციის შექმნაზე იმუშავებს ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანია BuroHappold Engineering-ი, რომელიც ურბანისტული დაგეგმარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლების მონაცემებით, კონცეფციის შემუშავება ექვს თვეს გაგრძელდება, შემდეგ მისი კორექტირება მოხდება.

აქ იქნება პორტი, თავისუფალი ეკონომიკური ზონები, იპოდრომი, რკინიგზა, აეროპორტი და ყველაფერი, რაც ქალაქში ცხოვრებისთვის არის საჭირო — სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები, კვების ობიექტები და სხვ. პროექტის შემქმნელები არ გამორიცხავენ, რომ ქალაქი ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნება. ანაკლია-სიტი ევროპასა და აზიას შორის ერთგვარი კარიბჭე იქნება.

შანხაი, ტოკიო, დუბაი… ანაკლია?

კონსორციუმში შემავალი კომპანია TBC Holding-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ ანაკლია 21-ე საუკუნის ქალაქი იქნება.

„ჩვენ ვგეგმავთ ისეთი ქალაქის აშენებას, რომლის მშენებლობის დასრულების მერე, რომ ერთი შეხედვით ვერავინ მიხვდეს, სად მდებარეობს ეს ქალაქი — საქართველოში, ჩინეთში, იაპონიაში თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ახალი, ულტრათანამედროვე ქალაქები შენდება. ეს იქნება ქართული სულისა და ხასიათის ქალაქი“, — განაცხადა ხაზარაძემ BuroHappold-თან ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, საქართველოში დღეისათვის არ არსებობს ურბანული დაგეგმარების კვალიფიციური სპეციალისტები, ამიტომ დახმარება უცხოელ სპეციალისტებს სთხოვეს. ტენდერში 40 კომპანია მონაწილეობდა, მაგრამ პროექტის შემუშავებისთვის კონსორციუმმა, მისი აზრით, საუკეთესო კანდიდატი შეარჩია.

„თუმცა, პროექტში ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან — ურბანისტები, არქიტექტორები, ვისთვისაც აღნიშნულ სფეროში ეს სერიოზულ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება. ქალაქი მაინც ერთ დღეში ვერ აშენდება, — ეს მუდმივი პროცესია, მუდმივი ძიებაა, და მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ გვეყოლება ადგილობრივი პროფესიონალების საკმაოდ სერიოზული ჯგუფი, რომლებიც ქალაქის აშენებას თვითონ გააგრძელებენ“, — განაცხადა ხაზარაძემ.

ქალაქი არამარტო ბიზნესისათვის

კომპანია Anaklia City-ს აღმასრულებელი დირექტორის ქეტი ბოჭორიშვილის თქმით, ანაკლია უნდა იქცეს არამარტო ბიზნესის ქალაქად, არამედ საცხოვრებლად აბსოლუტურად კომფორტულ და სასიამოვნო ადგილად.

„ჩვენ გვინდა, რომ ანაკლიამ არამარტო ბიზნესმენები, არამედ რიგითი ადამიანები გააერთიანოს“, — აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

Проект города Анаклия
© Sputnik / Levan Avlabreli
ქალაქ ანაკლიის პროექტი

მამუკა ხაზარაძემ კი აღნიშნა, რომ კონსორციუმი ცენტრალური პარკისა და იპოდრომის აშენებას გეგმავს.

„ჩვენ გვინდა ცენტრალური პარკის აშენება, ჩვენ ასევე მზად ვართ ხელი მოვკიდოთ ჩვენი მოსახლეობისა ან სპეციალისტების ნებისმიერ იდეას ქალაქის მშენებლობაზე. არსებობს ასეთი ჩანაფიქრი — საერთაშორისო იპოდრომის მშენებლობის, რადგან აფხაზეთი და სამეგრელო საქართველოს ისეთი რეგიონებია, სადაც ცხენებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო დავაახლოვოთ ერთმანეთთან ადადმიანები და გავაკეთოთ არამარტო ფინანსური, ლოგისტიკური და საპორტო ქალაქი, არამედ ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები საცხოვრებლად და დროის გასატარებლად ჩამოვლენ“, — ხაზგასმით აღნიშნა ხაზარაძემ.

ანაკლიის ინდუსტრიული ზონა

მომავალი ინდუსტრიული ზონის კონცეფციის შემუშავებამდე, Anaklia City-ს გუნდმა მსოფლიოში არსებულებიდან ყველაზე წარმატებულების გამოცდილება შეისწავლა.

„ვიცით, რომ ასეთი ზონა ძალიან ბევრია, მაგრამ წარმატებული მხოლოდ რამდენიმეა, ალბათ, არაუმეტეს 30-ისა მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ ანაკლია ამ ყველაზე წარმატებულების სიაში შევიდეს“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამ კუთხით ანაკლიას ადგილმდებარეობა უნიკალურია. ქალაქი შეასრულებს ევროპიდან აზიაში და პირიქით დერეფნის როლს. ეს „მომავლის ქალაქის“ წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს.

„ეს ხელს შეუწყობს ჩინეთთან უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას პროგრამის „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ ფარგლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია გზა ინდოეთიდან ევროპაში“, — ხაზგასმით აღნიშნა ბოჭორიშვილმა.


თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები