ენგურჰესის რემონტი - რუსი სპეციალისტების რეკომენდაციები

გამოწერა
2019 წელს კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური 3,5 თვით გაჩერდება, რუსეთის „ინსტიტუტ ჰიდროპროექტის“ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს დრო არასაკმარისია და პრობლემის მოსაგვარებლად რეკომენაციებს იძლევიან

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ენგურჰესზე სარემონტო სამუშაოების წარმატებით შესრულებისათვის იქვე უნდა აშენდეს დამატებითი ჰესი — ჰაესი (ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსაგდური), მიიჩნევს „ინსტიტუტი ჰიდროპროექტის“ გენერალური დირექტორი ევგენი ბელენდირი.

2019 წელს საქართველოს მთავრობა ენგურჰესის მუშაობის 3,5 თვით გაჩერებას აპირებს, რადგან სადერივაციო გვირაბის რემონტი უნდა გაკეთდეს.

„ინსტიტუტ ჰიდროპროექტში“ მიიჩნევენ, რომ ჰესის სრულმასშტაბური რეაბილიტაციისთვის ეს დრო არასაკმარისი იქნება, მაგრამ ამავე დროს ხანგრძლივი გაჩერება ელექტროენერგიის დეფიციტს გამოიწვევს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა იქვე აშენდეს ჰაესი, რომელიც მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დეფიციტს შეავსებს.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
ენგურჰესის ტურისტული ზონა მსოფლიო დონის პროექტი გახდება

„ენგურჰესის დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლება, გვირაბის რეკონსტრუქცია კი დროს მოითხოვს. ექსპლუატაციის რეჟიმის გათვალისწინებით, დროის ამ პერიოდში სამუშაოების მთელი კომპლექსის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. არსებობს სხვა წინადადება — აშენდეს ჰესი-ჰაესი, რომელიც პირველ ეტაპზე ჰიდროელექტროსადგურის სახით იმუშავებდა“, — განაცხადა ბელენდირმა „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ინსტიტუტ ჰიდროპროექტის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ჰესი-ჰაესის აშენება სამი-ოთხი წლის განმავლობაში არის შესაძლებელი.

„შემდეგ, როდესაც მიმყვანი ტრაქტის (სადერივაციო გვირაბის) რეკონსტრუქცია დასრულდება, ის უნდა ჰაესის რეჟიმში ჩაიშვას, მით უმეტეს, რომ პიკური ენერგია მოთხოვნადი იქნება მათ შორის თურქეთში ატომური სადგურ „აქუიუს“ ამოქმედებასთან დაკავშირებით. იქ, თუ მიგიქცევიათ ყურადღება, არის მაღალვოლტიანი გადამცემი ხაზები, რომლებიც საქართველოს თურქეთთან აკავშირებს, შესაბამისად, პიკური ენერგიის გადადინების შესაძლებლობა აქტუალური იქნება“, — აღნიშნა ბელენდირმა.

2017 წლის სექტემბერში ენგურჰესმა გვირაბის რემონტზე საპროექტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში „ინსტიტუტ ჰიდროპროექტიც“ მონაწილეობდა, თუმცა ჰესის ხელმძღვანელობამ უპირატესობა გერმანულ კომპანია Lahmeyer Group-ს მიანიჭა. მიუხადავად ამისა, „ჰიდროპროექტი“ მზად არის საქართველოს მტავრობას სადგურის რემონტზე რეკომენდაციები მისცეს.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
EBRD საქართველოს ენგურჰესის რემონტზე კიდევ 28 მილიონ ევროს გამოუყოფს

„ჩვენ, როგორც ჰიდროპროექტი, ენგურჰესის პროექტის ავტორები ვართ და ამ სადგურზე გული შეგვტკივა. ურთიერთობებში არსებული სირთულეების მიუხედავად, წლებია ჩვენი სპეციალისტები ამ პრობლემით არიან დაკავებული და ჩვენს წინადადებებს ვთავაზობთ“, — განაცხადა მან.

ბელენდირი თბილისში მონაწილეობს რიგით მეორე საერთაშორისო კონგრესში „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია". ღონისძიებაზე ენერგეტიკის სფეროს 200 სპეციალისტი შეიკრიბა.

„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. „ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2018 წელს კონგრესის ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორია.


ყველა ახალი ამბავი
0