საქართველოში ძიძის მომსახურება გაძვირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის პარკი
თბილისის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ძიძების ხელფასი 450–დან 1500 ლარამდეა.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. 2017 წელს ძიძის მომსახურება, 2016 წელთან შედარებით, თითქმის 7%-ით გაძვირდა, იუწყება ტელეკომპანია  Imedi საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე „საქსტატზე“ დაყრდნობით. 

სკოლა - Sputnik საქართველო
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასები იზრდება

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ძიძების დასაქმების სააგენტოებიც. აღნიშნული მომსახურების გაძვირების მთავარ მიზეზად ძიძების დაქირავების მსურველთა რაოდენობის გაზრდაა დასახელებული.

ამასთან, შეიცვალა მშობლების მოთხოვნები ძიძებთან მიმართებით. ისინი ყურადღებას აქცევენ მათ კვალიფიკაციას, განათლებას და ასაკს. საქართველოში ყველაზე მაღალი მოთხოვნაა სამედიცინო ან პედაგოგიური განათლების, 35-დან 50 წლამდე ასაკის ძიძებზე. 

სააგენტოებში აცხადებენ, რომ ბევრი მშობელი უპირატესობას რუსულ ან ინგლისურენოვან ძიძებს ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ მაღალი შრომისმოყვარეობის გამო პოპულარობით ფილიპინელი ძიძები სარგებლობენ.

საქართველოში ძიძის ხელფასი 450-დან 1500 ლარამდეა.

ყველა ახალი ამბავი
0