01:40 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
განმუხური

ანაკლიის პორტი - საქართველოს მომავალი

© Sputnik / Levan Avlabreli
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი–2018 (22)
322 0 0

ანაკლიაში ქალაქ-თანამგზავრის მშენებლობის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" განაცხადა. კონსორციუმმა მისი მშენებლობისთვის უკვე შექმნა კომპანია— Anaklia City.

კომპანია Anaklia City-ს ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ჩუგოშვილმა „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

- რა პერსპექტივები გააჩნია ანაკლიის პორტს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემის კონტექსტში?

— ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანაკლია საერთაშორისო ვაჭრობის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი გახდება. ჩვენი სტრატეგიული მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აზიასა და ევროპას შორის მთელი ვაჭრობა სამი დერეფნით ხორციელდება, მათგან ცენტრალური დერეფანი საქართველოზე გადის. ამჟამად ჩვენი ინფრასტრუქტურა სრულფასოვანი არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენი პორტისა და "აღმოსავლეთ-დასავლეთის" მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება, ჩვენი ინფრასტრუქტურა უკვე სხვა დონეზე იქნება, და ანაკლიის პორტი ამ გზაზე მნიშვნელოვანი პუნქტი გახდება.

- ანაკლია საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტია. რა სახისა და რა მოცულობით ტვირთების მიიღებს ის?

— ჩვენ დავგეგმეთ ანაკლიის პორტის განვითარების რამდენიმე ფაზა. პირველი ფაზა — წელიწადში 900 ათასამდე კონტეინერის მიღება. ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე წელს ამდენი ტვირთი შემოვა პორტში, მაგრამ ეს დასაშვები მოცულობა იქნება. სამ-ოთხ წელში მეორე ფაზის დაწყებას ვგეგმავთ და ტვირთების დასაშვები მოცულობის გაზრდას ვაპირერბთ.

ცენტრალური აზიიდან მშრალი ტვირთების გადაზიდვის კუთხით კიდევ უფრო გაზრდილ მოთხოვნას ვხედავთ. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შესაძლებელია, რომ პორტის განვითარების პირველ ფაზაში მშრალი ტვირთების ტერმინალი დავამატოთ. იგეგმებოდა, რომ ეს მეორე ან მესამე ფაზაში მოხდებოდა, მაგრამ დიდი მოთხოვნის გამო თავიდანვე ვფიქრობთ დავამატოთ დამატებითი ტერმინალი, რომელიც ორიდან ხუთ მილიონ ტონამდე მშრალი ტვირთის მიღებას შეძლებს.

- რაც შეეხება თავად ქალაქ ანაკლიას, რა მომავალი ელოდება მას?

— ჩვენი გათვლებით, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობა დასრულდება, იქ 6 000-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული. თუმცა ესეც ეტაპობრივად განხორციელდება. ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სადაც ლოგისტიკური ცენტრებიც იქნება. ახლა ვერ დავასახელებ კონკრეტუყლ რიცხვებს, რამდენი ადამიანი იქ დასაქმდება, მაგრამ ვმუშაობთ გათვლებზე და საზოგადოებას მალე სრულფასოვან პრეზენტაციას შევთავაზებთ. დანამდვილებით რაც ვიცით, ეს არის ის, რომ ანაკლია ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარდება. ანაკლია საცხოვრებლად და სამუშაოდაც ყოველმხრივ კომფორტული ქალაქი იქნება.

-გახდება ანაკლიის პორტი ახალი აბრეშუმის გზის პუნქტი?

— ახალი „აბრეშუმის გზა", რომელზეც ახლა ჩინეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს, შეიძლება ძალიან მასშტაბური პროექტი გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით ის განუხორციელებელი რჩება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მის განსახორციელებლად ინვესტიციები იზრდება, და ჩინეთი ძალიან დაინტერესებულია. და თუ ამ გზაზე ტვირთების ნაკადები მაინც ამოძრავდება, ანაკლია ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი გახდება, რადგან ეს დერეფანი, რომელიც ევროპიდან აზიაში უმოკლეს გზას წარმოადგენს, ასევე ყველაზე იაფიც შეიძლება გახდეს.

- ხომ არ აისახება პორტის მშენებლობა ეკოლოგიურ სიტუაციაზე?

— ჩვენ ამაზეც ვიზრუნეთ. რაც შეეხება ეკოლოგიას, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ყველა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება და ამიტომ გარემოს ზიანს არ მოუტანს.

 

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი–2018 (22)

მთავარი თემები