21:44 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში

თბილისში შეაფასეს რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოდან ფრენების შეზღუდვის მოხსნაზე

© Sputnik/ Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

ქართულ ავიაკომპანიას მოუხსნეს შეზღუდვები რუსეთში ფრენებზე, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარი განაცხადა კომენტარზე რუსეთის მიერ თბილისიდან მოსკოვში ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისთვის ფრენებზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით.

გასულ კვირაში რუსულმა მხარემ შეზღუდა Georgian Airways-ის ფრენები თბილისი-მოსკოვის მიმართულებით და უარი უთხრა ყაზანში რეისების განხორციელებაზე. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ამას საპასუხო ზომები უწოდეს ქართული ავიახელისუფლების ქმედებაზე, რომელიც მაისიდან რუსულ ავიაკომპანია "ურალის ავიახაზებს" პოდმოსკოვიეს ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისში ოთხი რეისის შესრულების ნებას არ რთავდა. ორშაბათს ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ შეათანხმა ფრენები "ურალის ავიახაზებთან", ამიტომ შეზღუდვები Georgian Airways-ისთვის მოხსნილია.

"სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომელმა.

Georgian Airways-ში ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან.

"შეზღუდვები ნამდვილად მოიხსნა, მაგრამ რის ფასად? იმის, რომ ქართულმა უწყებამ (ეკონომიკის სამინისტრომ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ) "ურალის ავიახაზებს" "ჟუკოვსკის" აეროპორტიდან თბილისში ფრენების განხორციელების ნება მისცა. ჩვენი კომპანია ამ ნებართვის კატეგორიული წინააღმდეგია", — განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა.

მისი თქმით, "მოლაპარაკებები მხოლოდ ორი ქვეყნის შესაბამის საავიაციო უწყებებს შორის გაიმართა და არა კომპანიებს შორის".

დღეს რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლას რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი და "აეროფლოტი", ხოლო საქართველოს მხრიდან — Georgian Airways-ი ახორციელებენ.

 

მთავარი თემები