ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© FB/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის, გიორგი ზვიადაძის წარდგენა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის, გიორგი ზვიადაძის წარდგენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ზვიადაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი გიორგი ზვიადაძე წარუდგინა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

"სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ჩვენ ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მიმართულებით, შესაბამისად, გვჭირდება უფრო ეფექტური და თვალსაჩინო შედეგები. ეს არის ძირითადი მიზანი და ამოცანა, რომელიც დღეს სააგენტოს წინაშე დგას. ვიმედოვნებ, რომ ახალ ხელმძღვანელთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად ბევრი სიახლე გექნებათ. ამოცანები, რომლებსაც თქვენ ასრულებთ, არის საინტერესო, ახალი და იმედი გვაქვს, რომ გაორმაგებული ენერგიით და შედეგებით გააგრძელებთ თქვენს საქმიანობას" — განუცხადა სააგენტოს თანამშრომლებს გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ბერლინში ბიზნეს-კონფერენციაში მონაწილებს

გიორგი ზვიადაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრატურა, ლიტვის Mykolas Romeris და ბრიტანეთის Middlesex უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები. 2016-2017 წლებში ზვიადაძე ვილნიუსში კომპანია Langua Paslauga-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების მენეჯერი იყო, 2012-2017 წლებში საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

2009 წელს დააფუძნა და 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა კომპანია "გლობალ სელის", 2004-2006 წლებში კომპანია "ჯეოსელში" ინოვაციების და ახალი პროდუქტების კონტრაქტორი-მენეჯერი იყო. არის არაერთი კომპანიის დამფუძნებელი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გიორგი ზვიადაძეს სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს.

„გასული ორი წლის მანძილზე ლიტვაში ვმუშაობდი კვლევაზე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ინოვაციური ეკოსისტემის პლატფორმის შექმნის, მოდელირების და მართვის შესახებ და მგონია, რომ იმის რეალიზება, რაზეც ვიმუშავე ორი წელიწადი, საქართველოში ყველაზე უკეთ ტექნოპარკში შეიძლება. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ეს ძალიან მაგარი ორგანიზაცია იმსახურებს იმას, რომ მთელი გულით და სულით ვემსახურო მის განვითარებას. მზად ვარ იმისთვის, რომ მთელი ჩემი უნარები, დრო, ენერგია, გამოცდილება მოვახმარო და ის ვაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, რაც ყველაზე უკეთ მესმის", — განაცხადა გიორგი ზვიადაძემ სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრისას.

ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას 21 ივნისიდან შეუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0