ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხის ტაძარი
მეტეხის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესის კეთების მიხედვით საუკეთესო ევროპული ქვეყნების რეიტინგში საქართველომ სომხეთს, თურქეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. „ბიზნესის კეთების მიხედვით საუკეთესო ევროპული ქვეყნების 2017 წლის რეიტინგში", რომელიც დამოუკიდებელმა არასამთავრობო ორგანიზაცია European Chamber-მა მოამზადა, საქართველომ 46 ქვეყანას შორის მე-20 ადგილი დაიკავა.

საქართველოს მაჩვენებლები ოთხი პუნქტით გაუმჯობესდა. ამასთანავე მან რეგიონში ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველო უსწრებს ყველა მეზობელს — სომხეთს, თურქეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს.

გარდა ამისა, საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და სხვები.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: Doing Business-2017-ის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი დიდი ნახტომია

ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ 2017 წელს 68,6 ქულა მოიპოვა, 2016 წელს მას 64,7 ქულა ჰქონდა.

ზედიზედ მეორე წელი რეიტინგის ლიდერობას 87,5 ქულით დანია ინარჩუნებს. შემდეგ მოდიან შვედეთი (85,6 ქულა) და ფინეთი (85,4 ქულა).

რეიტინგში 46,5 ქულით ბოლო ადგილს ზედიზედ მეორე წელია უკრაინა იკავებს.

European Chamber-ის მონაცემები ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგების მაჩვენებლებსა და მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგს.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით საქართველო მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგში — 44-ე ადგილს.

ყველა ახალი ამბავი
0