ქართული ტყავი ევროკავშირში გავიდა

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaპროდუქციის ექსპორტი
პროდუქციის ექსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყავის საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მიზნით მოლაპარაკებები ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოდან ევროკავშირში ხელით დამარილებული რქოსანი პირუტყვის ტყავის ექსპორტირება მოხდა, განაცხადა დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შპს „დკლ კარგოს" დირექტორმა გიორგი ოკრიბელაშვილმა.

„საბერძნეთში, ქალაქ რეთიმნოში დაიცლება პირველი მანქანა, რომელმაც 2007 წლის შემდეგ პირველად შეიტანა ქართული წარმოშობის "ხელით დამარილებული პირუტყვის ტყავი". ეს მოვლენა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საქართველომ გამოიყენოს თავისი დიასპორა უცხოეთში", — აღნიშნა გიორგი ოკრიბელაშვილმა „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

მისი თქმით, დიასპორელი ბიზნესმენების მოთხოვნით კომპანია შპს „დკლ კარგომ" და დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერმა ასოციაციამ საბერძნეთის ვეტერინარიის სამსახურთან და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებები ერთი წლის განმავლობაში აწარმოეს, რათა ამ პროდუქტის იმპორტი ევროკავშირში განხორციელებულიყო.

სატვირთო ავტომანქანა საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
ქართული პროდუქცია უფრო პოპულარული ხდება – ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

„უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ბერძნულ კომპანიასთან თვეში 70 ათასი კგ ტყავის იმპორტირებაზე ევროკავშირში. ვულოცავ ყველას, ვინც ეს რთული გზა ჩემთან ერთად გაიარა", — განაცხადა გიორგი ოკრიბელაშვილმა.

ტყავის გასატანად საჭირო სპეციალური საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.

საქონლის ტყავისგან ძირითადად ფეხსაცმელს და ტყავის ქურთუკებს აწარმოებენ.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0