12:24 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ქართული ღვინო

რუსი ბიზნესმენები და ჟურნალისტები ქართველ მეღვინეებს შეხვდებიან

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
5912

რუსი ბიზნესმენები და ჟურნალისტები შეხვედრებს თბილისში, კახეთსა და ქართლში გამართავენ.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისში ქართველი მეღვინეებისა და რუსი ჟურნალისტებისა და დარგის ექსპერტების შეხვედრა 27-30 აპრილს გაიმართება, ნათქვამია ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის განცხადებაში.

ღონისძიება მეღვინეობის შავი ზღვის ფორუმის ფარგლებში პრიმაკოვის ცენტრისა და გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება. ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“.

შეხვედრის ფარგლებში სასტუმრო Tbilisi Marriott-ში შედგება მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები: მეღვინეობა როგორც ქართული ექსპორტის მამოძრავებელი ძალა“.

გარდა ამისა, ორი დღის განმავლობაში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები კახეთსა და ქართლში ღვინის კომპანიებს დაათვალიერებენ, სადაც მათი მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებს გაეცნობიან.


მთავარი თემები